„გახარიასთან შეიძლებოდა და ამ კაცის იმედად შეიძლებოდა ბრძოლა ოპოზიციაში კაცო?! კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია შტურმით იღებდა პარლამენტსო, დიახ, იმიტომ დაგთხარეთ თვალებიო და მერე თქვა იგივეს გავაკეთებდიო… ლიდერად ვერასდროს ვერავინ ვერ დადგება საქართველოში, რომელმაც საკუთარ ხალხს დათხარა თვალები…“-, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ განაცხადა.