ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,7 % იყო. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური  ზრდა წინასწარი შეფასებით 4,8 %-ია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის,
ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, შეჩერებულია ათასობით 155 მმ-იანი ჰაუბიცის საბრძოლო მასალის, 100-ზე მეტი „ჰელფაიერის” რაკეტის, 250-ზე მეტი ზუსტი მართვადი რაკეტების სისტემა „ჯიემელარსის”, „ეიაიემის” ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების და ყუმბარმტყორცნების მიწოდება.„ენბისი ნიუსი” წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინაში რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შეჩერების ბრძანება გასცა, აშშ-ის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ჰეგსეთმა გადადების ბრძანება რამდენიმე კვირით ადრე გასცა, მას შემდეგ, რაც მან გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგის გადახედვას ითვალისწინებდა.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნის ზიანზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნებს, რისი საფუძველიც არ არსებობს

ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რისი საფუძველიც არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რომელი პარტიაც არ იღებს, ფიქრობს, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას.„ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება პრინციპულ და პროგრამულ საკითხებზეა, რომლებიც ხალხის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი. ისინი მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ. არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ხსნის. ეს მაშინ, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. იგივე მიდგომა აქვთ სხვებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ ღაზაში ომის დასრულების პირობით

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს.„მზად და სერიოზულები ვართ შეთანხმების მიღწევის საკითხში. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აშკარად ომის სრულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ.მედიის ინფორმაციით, ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება“,- განაცხადა ტრამპმა.

ანგელა მერკელის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.„დიალოგის გარეშე ომი არ დასრულდება. ერთადერთი გზა დიპლომატიური გზაა. სწორედ ასე გადავიტანეთ ცივი ომი და ამ გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. რუსეთთან საუბარი საჭიროა“-აღნიშნა მერკელმა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

ბოლო სიახლეები