სამშაბათი, მარტი 25, 2025

„გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი“ – ვილი სანიოლი

ერთი დღე საქართველო-სომხეთის შეხვედრამდე – ერევანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩს თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. კაპიტანი ბრუნდება – ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გურამ კაშია ითამაშებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარკვეულ ცვლილებებსაც გეგმავს და სხვა მოთამაშეებისთვისაც აპირებს შანსის მიცემას, – ამის შესახებ ვილი სანიოლმა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სანიოლი, გუნდთან ერთად, სომხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებულია.

“ვფიქრობ, საპასუხო მატჩში არ იქნება მოტივაციის პრობლემა. გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი. ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, რომ აქ მაღალი კონკურენციაა და თუ თავს კარგად არ წარმოაჩენ, შენი შანსები შემცირდება. მე სხვადასხვა პოზიციაზე არაერთი ძლიერი მოთამაშე მყავს და მათ მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება.

კი, ჩვენ პირველი მატჩი 3:0 მოვიგეთ, თუმცა ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ხვალ ოფიციალური მატჩი გვაქვს და მე არ ვაპირებ მთელი გუნდის შეცვლას და გადახალისებას. კაშია ბრუნდება – ტაქტიკის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. მომავალში ვაპირებთ ისე ვითამაშოთ, როგორც სომხეთთან ვითამაშეთ. კაშია პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, კარგად მოერგება ტაქტიკას,” – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია – „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კომისია არალეგიტიმური და უკანონოა, ისევე, როგორც პარლამენტი

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საკუთარ „ფესიბუქ“ გვერდზე წერს.„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე“,- წერს გვარამია.

პაატა სალია: მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები, რომ მოხდეს ამ ომში საქართველოს ჩათრევა

ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტს ჰქონდა განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეღოთ გარკვეული სანქციები საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი ამ მსგავს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე ტენდენციას, რომ ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ დააწესონ გარკვეული ტიპის შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ წამყვანის კითხვის პასუხად, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.„ხშირ შემთხვევაში ეს სიებიც გაურკვეველია როგორ დგება. ჩვენ ეს ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ მოხვედრილი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმასთან, რაც თითქოს სანქცირების საფუძვლად იყო მითითებული. ეს ტენდენცია გააგრძელა გერმანიამ, თუმცა მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად სანქცირების რეჟიმს, ამას არ შეუძლია შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ, მცდელობას რომ ეს სანქციები რაღაც სადამსჯელო მექანიზმად იყოს გამოყენებული და ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისთვის გარკვეულწილად მაშველ რგოლად, მუხტის შესაქმნელად ქუჩაში, რათა აქციები გაგრძელდეს. სხვა დანიშნულება, სხვა პრაქტიკული ამოცანა ამ მოქმედებებს დღეს არ აქვს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვართ; მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები საქართველოს მიმართ, რომ მოხდეს ამ კონფლიქტში მისი ჩათრევა. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ აბსოლუტურად არასწორ ფაქტებზე იყო დამყარებული, რომელიც იყო გარკვეულწილად აქაური ოპოზიციის აღქმებზე დამყარებული და რომლის ერთადერთი მიზანი იყო გამოეწვია ურთიერთობების ესკალაცია რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. ეს არის ამ დაწყებული მოქმედებების გაგრძელება“, - აღნიშნა სალიამ.

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა.რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული „ბაზელის“ ნახევარმცველმა მეტოქი გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა.სერბეთმა შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი მატეია მიტროვიჩის ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს ქართველი ფეხბურთელები წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ, თავი ამჯერად თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.ამხანაგურ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში გიორგი იაკობიძემ დააფიქსირა, სერბეთის ნაკრების კარში მან გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.თურქულ შეკრებაზე რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი 22 მარტს ფინეთთან გამართა და 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცარისტულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და ის რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა, ხოლო 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და მრავალი თაობის სულიერ აღზრდაში. მიუხედავად ისტორიის მძიმე გამოწვევებისა, განსაკუთრებით, 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებისა, ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ყველა განსაცდელს და რწმენითა და თავდადებით განაგრძო თავისი ისტორიული მისია.1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევის შედეგი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ერთიანობასა და სულიერ სიმტკიცეს. ეს დღე არის რწმენის, შეუპოვრობისა და ერთობის ძალის სიმბოლო.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოველთვის იცავდა და იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას იმ სულიერი საფუძვლებით, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს.ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია!“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო ABET აკრედიტაცია, საშუალება მომცა ჩემი წვლილი შევიტანო ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებასა და სამედიცინო ტრანსპორტირების სისტემების გაუმჯობესებაში“, - ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ნიკა გუგუშვილი აცხადებს.სტუ-ის ცნობით, ნიკა გუგუშვილმა 2024 წელს დაასრულა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო პროგრამის მაგისტრატურა, ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში და, პარალელურად, მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC), სამედიცინო აპარატურის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.როგორც ნიკა გუგუშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისცა მყარი საფუძველი ბიომედიცინის მეცნიერებაში, ინჟინერიის პრინციპებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაღებინა პრაქტიკული გამოცდილება კლინიკურ ინჟინერიაში. მისი თქმით, უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებმა, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობამ და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა შესძინა უნარები, რომლებიც მას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა; სტაჟირებების, კვლევითი პროექტებისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით კი, ისწავლა, როგორ დაააკავშიროს ინჟინერია და მედიცინა ისე, რომ ტექნოლოგიამ მაქსიმალურად გააუმჯობესოს პაციენტთა მოვლა.„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა, იყო შესაძლებლობა ჩავწვდომოდი სამედიცინო პარატრანსპორტის მენეჯმენტს. პროფესორებისა და ინდუსტრიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გავაცნობიერე, თუ რაოდენ გადამწყვეტი როლი აქვს ეფექტურ და ტექნოლოგიურად გაძლიერებულ სამედიცინო ტრანსპორტირებას. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიღვიძა ლიდერობისა და ინოვაციებისკენ სწრაფვის სურვილი.საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი. აქ მიღებულმა განათლებამ გამიძლიერა თავდაჯერებულობა, გამიჩინა მოქნილობა ცვალებად ინდუსტრიაში და მომცა ხედვა, რომელიც საშუალებას მომცემს პოზიტიური ცვლილებები შევიტანო. ახლა, როდესაც პროფესიულ გზაზე ვდგამ ნაბიჯებს, ამას ვაკეთებ დიდი მადლიერებით, ამბიციით და პასუხისმგებლობით, რათა ჩემი ცოდნა გამოვიყენო ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის“, - აცხადებს ნიკა გუგუშვილი.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები