ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

„გარდიანი“ – დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში

დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში,- ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ ამერიკა ბაზის გამოყენების სურვილს გამოთქვამს.

„რადგან, მოუწევს დაიცვას ბალანსი მის მიერ დიპლომატიური გამოსავლისადმი მინიჭებულ უპირატესობასა და სურვილს შორის, რომ დაიცვას აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა, რომელსაც ის უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს“, – წერს „გარდიანი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდობით.

ასევე, „დიდი შიდეულიდან“ დაბრუნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა. მინისტრებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა განიხილა ბრიტანეთის მოქმედებების სცენარი ამერიკის ირაზე თავდასხმის შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე.

დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა იდნოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის ირანის სამხრეთ საზღვრიდან 3900 კილომეტრითაა დაშორებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ არღვლიანი – ახალაიას დაკვეთით ჩემი შვილი დათო ცინდელიანი დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში, სადაც ცხრაკაციანი სპეცრაზმი დახვდა და გაიტაცა, ბათუმში, ზღვაში გაიყვანეს და ნავზე...

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, დავით ცინდელიანის დედას, თამარ არღვლიანს უსმენენ.თამარ არღვლიანმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ მოხდა მისი შვილის გატაცება და შემდეგ მკვლელობა.„მოვყვები მოკლედ, როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ, სისხლის მსმელმა სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი, დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიბარეს ვითომ თათბირზე, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით. ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა დაიბარეს ქუთაისში ვითომ თათბირზე. როგორც კი ჩავიდნენ ქუთაისში, დახვდა ცხრაკაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცებინათ ჩემი უდანაშაულო შვილი. დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან. ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე და დახვრიტეს. ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

სოზარ სუბარი – დავით ცინდელიანსაც და პაატა ქარდავასაც ფეხზე მოაბეს ბეტონის ნაჭრები, ჩაძირეს ზღვაში, დამნაშავე სასჯელს იხდის, ეს არის რომან შამათავა, რომელიც აფხაზეთის კუდ-ის...

დავით ცინდელიანიც და პაატა ქარდავაც მოკლეს, ფეხზე მოაბეს ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის რომან შამათავა, რომელიც აფხაზეთის კუდ-ის უფროსი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმის განხილვა მიმდინარეობს.სოზარ სუბარის თქმით, ეს იყო აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა.„რატომ მივიდნენ ცინდელიანები პაატა ქარდავას ოჯახში და სად დაინახეს მსგავსება? ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია. ორივე საქმეზე მოხდა ორი ადამიანის გატაცება, წამება, პირდაპირ დახვრეტა. ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, ეს დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის რომან შამათავა, რომელმაც აფხაზეთის კუდ-ის უფროსი იყო და ეს ყველაფერი გააკეთა. გამოძიება მოხდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე მოიტაცეს, 27 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრში, ბაზართან ახლოს, დღისით მანქანაში ჩასვეს, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე. იქაც არავის დაუმალავს სახე, ყველამ იცოდა, რომ სამართალდამცველებზე იყო ლაპარაკი. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ საკითხზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით“, –  განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.პუტინის თქმით, შეხვედრისას მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან, უკრაინის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.„რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრისას კი რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დათანხმდებიან ამას და არ უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ.რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას, ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი თავად უკრაინამ დაიწყო.„რუსეთს არ დაუწყია სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, არამედ მის დასრულებას ცდილობს. კიევის რეჟიმმა თავად დაიწყო ომი ძალის გამოყენებით დონბასის მცხოვრებლების წინააღმდეგ. სწორედ ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა ამჟამინდელ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. რუსეთი არტყამს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და არა – საცხოვრებელ უბნებს, უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინას ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთისა და მისი ხალხისთვის საფრთხის შექმნას“, – განაცხადა პუტინმა.

ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს.„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“.მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.

ბოლო სიახლეები