ონის მუნიციპალიტეტის მერია მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას, 4 წლის ნუცას გადასარჩენად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, ახლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება გაერთიანება და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა.
ონის მუნიციპალიტეტში, პატარა ნუცა გაგნიძეს, რომელიც ანსამბლ “ძირიანის” გარდაცვლილი წევრის ნიკა გაგნიძის შვილია უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე, სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით.დადასტურებულია მეოთხე ტიპის თირკმლის პოლიცისტური დაავადება ღვიძლის პოლიცისტური დაავადებით”
ყოველი დღე გადამწყვეტია, პატარა ნუცას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა და ოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლის “ძირიანის” წევრები ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები 2022 წელს გაირდაიცვალენ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად.
ნიკა გაგნიძეს დარჩა 2 მცირეწლოვანი შვილი ნუცა და ანდრეა. ვინაიდან ოპერაცია არ კეთდება საქართველოში, ამიტომ საჭიროა ბავშვის საზღვარგარეთ სასწრაფოდ გადაყვანა. სამედიცინო ხარჯები ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ოჯახს კი, ამის საშუალება არ აქვს.
ჩვენ ერთად შევძლებთ შევცვალოთ ნუცას მომავალი, ამაში კი თითოეული თქვენგანის გაღებული მცირედი თანხაც დაეხმარება პატარა ნუცას. საქართველოს ბანკი ანგარიში: მიმღები სალომე ქოჩლაძე #GE36BG0000000469369000 ლიბერთი ანგარიში: მიმღები სალომექოჩლაძე #GE19LB0711189587982000