აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„გამივრცელეთ ეს პოსტი თუ შეიძლება, იქნებ საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.
ჩავიბარეთ და შევაგროვეთ დაახლოებით 20 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადავარჩიეთ, დავახარისხეთ და გვინდა ჩამოვიტანოთ რამდენიმე სოფელში.
ყველაფერი არის გამოსადეგი და ბევრს ძალიან სჭირდება.
თუ დაგვიკავშირდებით რომელიმე სოფლის გამგებელი, ან სოციალურის თანამშრომელი, ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ შეფუთულს და დახარისხებულს. თქვენ უბრალოდ საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ თქვენი სიების მიხედვით. გაცემაშიც მოგეხმარებით, თუ დაგჭირდათ.
ან გვითხარით თქვენი აზრით ყველაზე საჭირო სად არის და რამეს მოვიფიქრებთ. დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე – 558181218“,-წერს სინჯიკაშვილი.