გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.
რეზოლუცია ასევე მოითხოვს ირანის მხრიდან ყველა თავდასხმისა და მუქარის, მათ შორის, დაჯგუფებების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
დოკუმენტი ასევე გმობს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას.
რეზოლუციას 130-ზე მეტი თანაავტორი ჰყავდა. მას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, რეზოლუცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს არ მოიცავს.

