პარასკევი, მარტი 20, 2026

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი – სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების ვაქცინაცია

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს და ეს მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის აკადემიური მოსწრებისთვის, ისე სოციალური უნარებისთვის.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მასწავლებლების ვაქცინაცია.

„სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას. პირისპირ სწავლების არ არსებობა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურ უნარებსა და მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი არის აცრილი, სხვა პროფესიებისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ფუნქციონირებისთვის გარკვეული პროცენტულობით უნდა იყვნენ აცრილები? მაშინ რატომ ვზღუდავთ სკოლების ფუნქციონირებას ამ პროცენტულობის გამო? ყველას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა,  ვისაც არ აქვს, ისინი ვეღარ დაეწევიან სასწავლო პროცესს. გამოსავალი არის ვაქცინაცია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, უკრაინა 90 მილიარდ ევროს მიიღებს – „ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირისგან, ამა თუ იმ გზით, 90 მილიარდ ევროს მიიღებს.მისი თქმით, გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერშია მიღებული.„არსებობდა ერთი პირობა, რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას სესხში. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია, სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი თავის სიტყვას არ ასრულებს. თუმცა მინდა, გავიმეორო ის, რაც კიევში უკვე ვთქვი: ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე რჩება. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ქარტიის პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის უფლებაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შევასუსტოთ მათი საომარი ეკონომიკა და მივიყვანოთ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ უკვე მოქმედი სანქციების ნაწილობრივ მოხსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოშტამ.

უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა, მათ შორის 210 ბავშვია

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა.ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA ავრცელებს.როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, 28 თებერვლის შემდეგ ირანში დაღუპულია 3 186 ადამიანი, მათ შორისაა 1 394 მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე, 210 ბავშვი და 1 153 სამხედრო მოსამსახურე.ამასთან, 639 დაღუპულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.ამასთან, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი კი დაზიანდა.

ესპანეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას ილია მეორის გარდაცვალების გამო, ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს, დაე, მშვიდობით განისვენოს

საქართველოში ესპანეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.„საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – აღნიშნულია ესპანეთის საელჩოს განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“,- აღნიშნულია საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირთა, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა.„მისი წინამძღოლობით, ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაამყარა კავშირი მორწმუნეებთან ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი, საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების პერიოდში“,- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე

პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.„სამძიმართან ერთად დღევანდელი დღე იყო დღესასწაული, გარდაცვალებაც იყო დღესასწაული. სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ის ისეთ დროს გარდაიცვლება, როცა ამ გარდაცვალებითაც დიდ რამეს გააკეთებს, თავის გარდაცვალებითაც გვიქადაგებს. დღეს ვუყურებდი ამას, როგორ გვიქადაგებს უწმინდესი და რაზე გვესაუბრება - ამათზე დგას ქვეყანა, ცრემლმორეული ბავშვები თეთრი ვარდებით მიდიოდნენ თავის ნათლიასთან. საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო ის რისთვისაც პატრიარქმა იღვაწა და რაც პატრიარქმა აკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სულ ამბობდა რომ ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. დღეს მათ თვალებში ვხედავდი, რომ ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან, ერთმანეთი ეყვარებათ. მას რომ უყვარდა საქართველო უნდოდა ყველას ასე გვყვარებოდა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.სასულიერო პირმა ილია II-ის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრა და მათ შორის ადამიანების სიყვარული გამოყო.„მთელი მისი მოღვაწეობა იყო უდიდესი მოღვაწეობა. პირველი რაც მას ყველაზე ძვირფასი თვისება ჰქონდა, ის არავის არ განიკითხავდა, მას ყველა ადამიანი უყვარდა, მიუხედავად მისი მაგინებლებისა, ყოველთვის მათზე ლოცულობდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.მამა შალვამ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ სამების ტაძარი პატრიარქის და ქვეყნის სახეა. „სამების მშობლობა როცა დაიწყო ვერავინ იჯერებდა, რომ ამხელა მასშტაბის ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო. პატრიარქს ეს გამოცხადებით ჰქონდა, რომ აქ უნდა აშენებულიყო. როცა მიწა მოიჭრა ტაძრის საძირკვლისთვის იქ აღმოჩნდა კლდე, ზუსტად ტაძრის ზომის და იმაზე დაშენდა ეკლესია. დღეს სამება არის პატრიარქის, ჩვენი ქვეყნის სახე. ჩემთვის პატრიარქი საქართველოა, როგორც პატრიარქი გაატარეს ამ ჯვარცმას, საქართველომაც ასე გაიარა: დაცემა, წაქცევა, ბრძოლები, ამას გავდიოდით სულ. დამიჯერეთ, ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის ადამიანზე გვაქვს საუბარი. როგორც ილია ჭავჭავაძის დროს ვერ წარმოედგინათ, უფრო დიდი მოღვაწის წინაშე ვდგავართ ჩვენ“, - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინაღმძღვარმა.

ბოლო სიახლეები