ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი – გიორგი ბარამიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ “მეგობარი აქტის” მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. “ინტერპრესნიუსს” ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

პასუხად, “ქართულ ოცნებაში” “დიფ სთეითის” მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკავშირს აღელვებს საქართველოს ბედი და მიმდინარე პროცესებით ის შეშფოთებულია.

“ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი, მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი მშვიდობა, ცივილიზებული, დემოკრატიული,სტაბილური განვითარება, რომელსაც მოაქვს ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის ის კეთილდღეობა და პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის”, – განახადა გიორგი ბარამიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე – კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს

კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს. რამდენიმე წუთში მისი ვინაობა გახდება ცნობილი.კარდინალთა საბჭომ მსოფლიოს ეს ამბავი ვატიკანის თავზე თეთრი კვამლის ამოსვლით ამცნო.ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 133-მა კარდინალმა მიიღო. კონკლავის დაწყებამდე მათ მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები  ჩააბარეს. სიქსტეს კაპელას გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდა, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამორიცხულიყო.როგორ ირჩევენ ახალ პაპსხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ.ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა."ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.

იაგო ხვიჩია – მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია

ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ. ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც ზოგადად ეზეიმება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციისა და მათი ამომრჩევლის გატროლვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქამდეც ბევრი ინიციატივები ჰქონდა, მაგრამ არცერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა.„მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა, როგორც შეუძლია. ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას. ჩვენი მოქმედი მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, არავის მხრიდან არ იმსახურებს ჩაბარებას. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ჩააბარონ, არცერთს არ დაუმსახურებია თავისი შინაარსით, რომ ჯარი დგებოდეს და პატაკს იბარებდეს მთავარსარდალი, რომელსაც არაფრის უფლება არ გააჩნია ჯართან მიმართებით. არც მოქმედი პრეზიდენტია ასეთი, რომელსაც რამე უფლება აქვს, ის ფორმალურადაა მთავარსარდალი. ქალბატონი სალომეს მიერ რამის ჩაბარება ხომ საერთოდ ირონიული შეიძლება იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ზურაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის სცენარის გამეორება უნდა, უბრალოდ, დღეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა -გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ისეთი დაპირისპირება მოხდეს, სადაც სისხლი დაიღვრება. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა.„საყოველთაო დღესასწაულის მიტაცება ვერ შედგება. 9 აპრილის თემაზე პაატა ბურჭულაძე გამოვიდა. ბურჭულაძე პუტინს პირისპირ, რამდენიმე მეტრში მდგომი უმღეროდა და მისგან აპლოდისმენტებს იღებდა, ეს ყველაფერი ომის შემდეგ ხდება. მერე თანამდებობებზე მუშაობდა და დღეს ორპირი განცხადებებით თავს გვაწონებს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მეომარი. ასეთივეა სალომე ზურაბიშვილიც, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო, იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც სცენარი იყო, რათა ის მომხდარიყო, რაც მოხდა და საქართველოში კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო, რომ აქ არის სადისტური მმართველობა, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს. ამ 26 მაისსაც ასეთივე სურათის შექმნა უნდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, 26 მაისს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩატარება უნდათ.„ეს თარიღი, წესით, გამაერთიანებელი უნდა იყოს. მორალურის გარდა, ბოროტი სცენარის ნაწილია, როდესაც სურთ, დაპირისპირება იყოს, რადგან გეგმა ვერ შეასრულეს. სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ თანამშრომელია. „მაკკეინის ინსტიტუტი“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც უპირისპირდება და პირდაპირ გამოხატავს ინტერესს, რომ საქართველოში სისხლისღვრა მოხდეს. ყველაფერი ამისკენ არის მიმართული. 26 მაისს იქნება, 27 მაისს თუ ნებისმიერ სხვა დროს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, როგორმე მოხდეს ისეთი დაპირისპირება, სადაც სისხლი დაიღვრება. ამოცანა ეს არის. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა. უბრალოდ, სახელმწიფოა სხვა, სახელმწიფოს დამოკიდებულება თავისი ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა. დღეს ამ სცენარის მიხედვით გადაწყვიტეს, იგივე მდგომარეობა შექმნან, რაც იმ სადისტური მმართველობის პერიოდში იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დო­ნეც­კის ოლ­ქში ქა­ლაქ პაკ­როვ­სკის­თან დაიღუპა უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი 34 წლის თარ­ბეი (თაბო) არ­ქა­ნია. ­ინფორმაციას არქანიას დაღუპვის შესახებ მისი მეგობარი გაგა კიკ­ნაძე ავრცელებს.არქანიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. არ­ქა­ნი­ას ოდე­სა­ში, 10 მა­ისს დაკ­რძა­ლა­ვენ. დაღუპულს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა, არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, 26 მაისთან დაკავშირებული ინიციატივაც ცუდად დამთავრდება

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა და არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის სასიკეთოდ არ დამთავრებულა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე 26 მაისთან დაკავშირებით.„არ ვიცი, ამჯერად რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ახლა გამოვა რამე კარგი. სახალხოა, ვერ მიისაკუთრებ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა განმარტოს, რას გეგმავენ. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ოპოზიციას დაეხმარება და ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაში დაგვეხმარება. ცუდად მთავრდებოდა ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა. 26 მაისის ინიციატივაც ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, 26 მაისის ღონისძიებით ვის ემიჯნებიან, რაზეც რაქვიაშვილმა აღნიშნა:„უმნიშვნელოა, არ აქვს არანაირი ღირებულება და აზრი არ აქვს ამის სერიოზულად აღქმას, იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ეს საზოგადოების გახლეჩა. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს იმხელა რეპუტაცია დარჩა, რომ საზოგადოება გახლიჩოს, ჩვენი საზოგადოება ისედაც გახლეჩილია, მაგრამ სხვა მიზეზების გამო. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერც იქეთ, ვერც აქეთ ვერ შეცვლის“.

ბოლო სიახლეები