“ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ მისი კოლონიზაცია,” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
“ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი იმის მიუხედავად, თუ რა ჯდება ეს. სანაცვლოდ ისინი მიიღებენ სწრაფად გაწევრიანებას კავშირში, ჩვენი ფულით. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეგვიძლია გვქონდეს: კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე,” – აღნიშნა ორბანმა.