დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბრიტანული სამხედრო კონტიგენტი იზრდება.
სამინისტროს განმარტებით, რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების დაცვის მიზნით, კატარში კიდევ ოთხი Typhoon -ის ტიპის გამანადგურებელი ჩავა.
ამასთან, დღეს კვიპროსზე ავიამზიდით Wildcat-ის ტიპის ორი ბრიტანული ვერტმფრენი ჩავიდა, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის.

