G ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები, ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდნენ. ამ წყვილში გამარჯვებული, ფაქტობრივად, ინაღდებდა პლეი ოფის საგზურს. სამხრეთამერიკელები მატჩს დანაკლისით შეხვდნენ – პირველ ტურში, სერბეთთან მიღებული ტრავმის გამო, გუნდს ნეიმარი ვერ ეხმარებოდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, უფრო მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობა ბრაზილიელებს ჰქონდათ, თუმცა საგოლე მომენტების სიმრავლით პირველი ნახევარი გამორჩეული არ ყოფილა. ყველზე კარგი შანსი ვინისიუს ჟუნიორს ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში დარტყმა ვერ მოახერხა და ხიფათიც განიმუხტა, ერთხელ კი შვეიცარიელები მეკარე იან ზომერმა გადაარჩინა.