შაბათი, იანვარი 18, 2025

ბოლო ორ თვეში კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით დაავადების 3 შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ამ დაავადებით უფრო მეტი ბავშვია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მერაბ იოსავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელია რეგიონებში დაავადების შემთხვევებმა მოიმატა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ჩვენი სამსახური აქტიურად აწარმოებს ლეიშმანიოზით დაავადების სტატისტიკას. ათეული წელია ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ადრე კახეთში საერთოდ არ ფიქსირდებოდა მსგავსი დაავადების გავრცელება. ძირითადად დაავადება ფიქსირდებოდა თბილისში. რამდენიმე წელია დაავადებამ რეგიონებში გადაინაცვლა. გასულ წელს კახეთში 6 შეთხვევა დაფიქსირდა: თელავში – 2, გურჯაანში – 1, ყვარელში – 2 და საგარეჯოში – 1. 2018 წლის 2 თვის მონაცემებით თელავში 1, დედოფლისწაროში 1 და ყვარელში 1 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება”, – თქვა მერაბ იოსავამ.

მისივე ინფორმაციით, ლეიშმანიოზი ბავშვების გარდა, აქტუალური პრობლემაა ძაღლებშიც.

“ადამიანის დაავადება შემდეგნაირად ხდება: ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს მწერი ფლებოტომუსი კბენს, რომელიც შემდეგ კბენს ადამიანს და დაავადების გამომწვევს გადასცემს. ამიტომ ლეიშმანიოზს ტრანსმისიულ დაავადებას უწოდებენ. ლეიშმანიოზი ძაღლებში ძალზე აქტუალური პრობლემაა. თავდაპირველად მათ, როგორც წესი, არაფერი ეტყობათ, შემდეგ ეწყებათ ბეწვის ცვენა, წონის კლება, სისხლდენა, უჩნდებათ წყლულები. პატრონები ხშირად სწორედ ამ დროს ამჩნევენ დაავადებას. ავადმყოფობის შემთხვევები, წესისამებრ, ზამთარში ან გაზაფხულის დამდეგს იმატებს. ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს რეკომენდაცია, იგი დააძინონ”,- აღნიშნა მერაბ იოსავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

VIDEO: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი -კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა, ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს

საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კატარელი ბიზნესმენი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. გარდა ამისა, იგი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტში ევროპის საკლუბო ასოციაციის წარმომადგენელი იყო.„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია, ფანტასტიკურად ნიჭიერი, ამავე დროს, მამაცი მოთამაშეა, რომელიც გუნდისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ხვიჩას დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა, ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად თავის ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ გუნდი ასეთი მოთამაშით გავაძლიერეთ და განვაგრძობთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბებას“.  

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ბოლო სიახლეები