სამშაბათი, ივნისი 3, 2025

ბოკუჩავა ხაზარაძეს: „ლელოს“ შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ

„ლელოს“ შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“ აღნიშნა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ეთანხმება ალტერნატიული ცენტრის იდეას – „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„გულწრფელად უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ ლიდერებთან და მუდმივად არის ჩვენ შორის საუბრები, კონსულტაციები, უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ ლელოს ლიდერით, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ის ვერ ხედავს ერთიანი სიის პერსპექტივას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ამის დრო, ამ წითელი ხაზების დრო ნამდვილად წავიდა, გარდა იმ წითელი ხაზისა, რომელიც ივანიშვილმა გაავლო ჩვენი ქვეყნის გარუსებასა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას შორის, ეს არის ის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება.

მე მაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა კვლევები არსებობს მათ შორის, იცით, IRI, NDI, Edison-ის კვლევები, მაგრამ ამავდროულად არსებობს შიდაპარტიული კვლევებიც და მე მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდა კვლევების მიხედვით, ერთიანი სია, რომელშიც შედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს. ენმ ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ მოცემულობაში ერთიანი სიის მომხრე, ერთიანი სია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იმარჯვებს. ამგვარი სია ამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ამგვარი სია იღებს უმრავლესობას და ამას აჩვენებს, მათ შორის, კვლევები.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის იმ ადამიანებთან ერთად დგომა და მათი აზრის მოსმენა, რომლებიც ყოველდღიურად არიან რუსთაველზე და იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეს არის ჩემთვის მთავარი შთაგონება, დაკვეთა და როდესაც ამ ადამიანებს ვესაუბრები, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ფრაგმენტაცია, ურთიერთდაპირისპირება, როგორც ჯაფარიძემ თქვა, საარჩევნო ბუღალტერია, სადაც თითოეული პარტია საკუთარ ხმებს ითვლის და პარტიულ შედეგს ითვლის და მთავარ მიზანზე არ აქვს სწორება, მე ვფიქრობ, რომ რბილად რომ ვთქვათ, არ არის გონივრული და არ არის გამართლებული, არ არის პასუხისმგებლობიანი ოპოზიციის მოქმედება”, – ამბობს ბოკუჩავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების რესპუბლიკური ფესტივალი „ხომლი 2025“ გაიმართა

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი 2025" გაიმართა.,,მწვანე თეატრში", ცაგერის ესთეტიკური ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 24 ანსამბლის 800-მდე მოცეკვავემ მოიყარა თავი, მათ შორის გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ლეჩხუმი".ღონისძიებას უძღვებოდა ანსამბლ ,,ლეჩხუმის" ქორეოგრაფი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესარიონ ჩანქსელიანი.რესპუბლიკურ ფესტივალს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.

თურქეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში  - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 03:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაში, მუგლას პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე.მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, მარმარისში 7 ადამიანი დაშავდა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შენობები ირყეოდა, არ დადასტურებულა სერიოზული დაზიანებები ან მსხვერპლი.მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, თურქეთი განლაგებულია აქტიურ სეისმურ ზონაში, სადაც მიწისძვრები ხშირია. ამიტომ, მსგავსი მოვლენის დროს პანიკა და მსხვერპლი ხშირად დაკავშირებულია მოსახლეობის რეაგირებასთან და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასთან.

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა - ინფორმაციას "მოგზაურთა კლუბში" მოქალაქე ავრცელებს და წერს:"წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.კარი არ იღება. ვკივით, არ იღება. ასე სადღაც 2 წუთი. ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი. დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.ბორდიულები არის შეტეხილი.ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.ჩვენ დავიბადეთ მეორედ.ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდანსხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით",-წერს ნინა ჟვანია.

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ბოლო სიახლეები