შაბათი, მაისი 10, 2025

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები – არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ Credit Suisse-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ფულის გათეთრების ნაწილშიც

ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ.

„საერთაშორისო (Bloomberg, The Wall Street Journal, Financial Times, Radio Free Europe, Forbes და სხვა) და ქართული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დაინტერესებული პირების/საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით წარმოგიდგენთ დეტალებს ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით.

სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა

სინგაპურის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანი ანაზღაურება, 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ Credit Suisse Trust Limited-მა (მოპასუხე) დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, დაეცვა მოსარჩელეთა აქტივები, რითაც მათ მიაყენა ზიანი.

უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურის სასამართლომ მოპასუხეს დაავალა დაკისრებული თანხის წინასწარი განთავსება, მოსარჩელეთა მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

სინგაპურის სასამართლომ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 926 მილიონ აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ბანკის მიერ მორიგების საფუძველზე მოსარჩელეებისთვის გადახდილი დაახლოებით 79,430,773 მილიონი აშშ დოლარი. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული თანხა არის ის, რომელიც ბანკს შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაეხადა და რომლის გადახდაც დაახლოებით 3 წლით გაჭიანურდა. როდესაც სინგაპურის სასამართლოს მოსამართლე დაინტერესდა, ინფორმაცია ბანკის მიერ შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შეუსრულებლობის შესახებ შეესაბამებოდა თუ არა რეალობას/სინამდვილეს, ბანკმა, როგორც ჩანს, იგრძნო საფრთხე, რომ აღნიშნულს შეიძლება უარყოფითად ემოქმედა მოსამართლის შინაგან რწმენაზე და გააქტიურა მოლაპარაკების პროცესი და შემდეგ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გადაიხადა აღნიშნული 79,430,773 მილიონი აშშ დოლარი.

სინგაპურის სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მხარეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი, რომ ბერმუდის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა შესაბამისობაში მოვიდეს სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხასთან, ერთი და იგივე ქმედებისთვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრება რომ იქნეს თავიდან აცილებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მხედველობაში მიღება საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობაზე.

ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო დავა

როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით Credit Suisse-ს /მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირს/ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს დაავალა თანხის წინასწარი განთავსება. მოცემული მომენტისთვის თანხა (607 მილიონი აშშ დოლარი) განთავსებული არის კიდეც ე.წ. ესქროუ ანგარიშზე.

ბერმუდის პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ/მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო ინსტანციაში. საქმის არსებითი განხილვა დასრულდა ზემდგომი ინსტანციაში და გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრამდე.

საქმის მასალების და მხარეთა არგუმენტების ანალიზის საფუძველზე არსებობს მოლოდინი, რომ უცვლელად დარჩება ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბერმუდისა და სინგაპურის იურისდიქციებში მიმდინარე საქმეების მიხედვით Credit Suisse-ს (მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს), თუ გავითვალისწინებთ ადვოკატების ხარჯების ოდენობასაც, დაკისრებული აქვს მილიარდ ნახევარ აშშ დოლარზე მეტის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და დაკავშირებული იურიდიული პირების სასარგებლოდ.

შვეიცარიაში მიმდინარე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები

სამოქალაქო საქმე ეხება ბანკისთვის თანხის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნა მოიცავს ბანკისთვის იმ თანხების დაკისრებას, რომელიც უკანონო, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც შვეიცარიის სასამართლოს მიერ არის დადგენილი, დანაშაულებრივი ქმედებით იქნა „მიტაცებული“ და რომელიც არ არის ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე დავების მსჯელობის საგანი/ნაწილი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, გარკვეული პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული აღნიშნული მიმართულებითაც.

სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს ბანკის წინააღმდეგ. ერთი კვირის წინ შვეიცარიაში ადვოკატებს მიუვიდათ პროკურორის შეტყობინება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება გაიხსნა ბანკის წინააღმდეგ, ორგანიზაციული საკითხების მიმართულებით დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. პროკურორმა ადვოკატებს, აგრეთვე, აცნობა, რომ ბანკის მიმართ ფულის გათეთრების ნაწილში იგეგმებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა და ადვოკატებს მიეცათ ვადა პოზიციების წარსადგენად.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ბანკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ფულის გათეთრების ნაწილშიც. შესაბამისად, წარდგენილი იქნება შესატყვისი არგუმენტები და ადვოკატების მხრიდან აღნიშნული საკითხი, საჭიროების შემთხვევაში, გახდება კიდეც სასამართლოს მსჯელობის საგანი. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა, მოცემულ საქმეში, ეწინააღმდეგება შვეიცარიის სასამართლო პრაქტიკას და, თუ სასამართლოს მოუწევს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, წარმატების შანსი, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს მსვლელობა ბანკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ნაწილშიც, არის საკმაოდ მაღალი.

და ბოლოს,

წარმოგიდგენთ ინფორმაციას Credit Suisse-ის უკანონო და, როგორც ერთხელ უკვე ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან და აქტივებთან დაკავშირებით.

როგორც დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბანკის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შეცვალა დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით: შექმნა დაბრკოლებები და შეუზღუდა ბენეფიციარებს აქტივებთან წვდომა. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

შემდეგ კი სხვადასხვა ხელოვნური ბარიერით შეეცადა ვალდებულების შესრულების თავის არიდებას.

არსებული მდგომარეობიდან დარჩა ერთადერთი გამოსავალი, ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა გამოგონილი ბარიერით საკითხის გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვანების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო მისთვის მიმართვა.

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტობრივად, ერთი წლის თავზე დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც მისი განხილვა.

გენზის კუნძულის სასამართლომ 2023 წლის 24 მარტს მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვანებისა და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების სასარგებლოდ ტრასტის დაშლის თაობაზე.

მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის ტრასტი აჭიანურებს ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტას, ტრასტის დაშლასა და აქტივების ბენეფიციარების სურვილების შესაბამისად განაწილებას.

საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უჭირს სამართლებრივი ახსნა მოუძებნოს იმ გამოგონილ მიზეზებს, რომელსაც ბანკის ტრასტი იყენებს ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების გაჭიანურების მიზნით. მათი აზრითაც, ბანკის ტრასტის მიზეზები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება; იუმორის ჟანრში გადადის.

დღევანდელი მოცემულობით, ბანკის ტრასტი აბრკოლებს ბენეფიციარების წვდომას აქტივებთან, თუმცა, ადვოკატები ვფიქრობთ, რომ მათ ფანტაზიებს, მიზეზების შეთხზვის თვალსაზრისით, ექნება საზღვარი და ბანკის ტრასტს მაინც მოუწევ ტრასტის დაშლაც და აქტივების განაწილებაც. სხვათა შორის, ხელშეკრულებაც ტრასტის დაშლის შესახებ და აქტივების განაწილების თაობაზე რეზოლუციის ტექსტიც შეთანხმებული არის მხარეებს შორის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა არ გახდება საჭირო. ბანკის ტრასტი უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებს ხელს მოაწერს და გამოსცემს რეზოლუციას აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულით კი აღსდგება შეუზღუდავი წვდომა აქტივებთან, იმ აქტივებთან, რომელთანაც წვდომა შეზღუდული არის 2022 წლის მარტიდან: როგორც Credit Suisse-ის ტრასტი ამბობს, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან.

ადვოკატები: ლაშა კალანდაძე, ნიკა გულუა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მანქანიდან 60 000 ზლოტი მოიპარეს…“ – პოლონეთში ქართველები დააკავეს

პოლონეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.დაკავებულებს ბრალად ედებათ, ავტომობილიდან 60 000 ზლოტის მოპარვა.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 37 წლის და 29 წლის საქართველოს მოქალაქეები.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იაგო ხვიჩია – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ხელისუფლების სცენარით მიმდინარეობს

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამწუთას რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.`მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში”, რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება” ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა, ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი”, – განაცხადა ხვიჩიამ.ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ბულინგს ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი დაძლევენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აღარ დამალავენ, რადგან „მართალია, ჯერჯერობით, საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, „ლელომ” მიიღოს მონაწილეობა და ასევე, გახარიამაც“.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და უნდათ, რეალურ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ, მაგრამ ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება მათ გარდა არავის არ უნდა.„ანუ ფიზიკურად, მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ ხალხო, კარგად იყავითო, ამასაც არ ამბობენ. ამბობენ იმას, მაგალითად, როგორ გითხრათ, ლუდის ბოთლით გვინდა მოედანზე სირბილი, ანუ, თამაში კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც სხვა ვაკეთოთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება, სისულელით აიხსნას, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ეს მარტო სისულელით ახსნადი ამბავია და ფიქრობს, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში ხელისუფლებისა და მათ მიერ მოსყიდული ოპოზიციის, რომ ხელისუფლებას გადააბარონ და აჩუქონ თბილისის მერის და დიდი ქალაქების არჩევნები.„ეს გამოვა, თუ არ გამოვა, დამოკიდებულია იმაზე, რამეს მიხვდება თუ არა ქართველი ხალხი, რომელსაც, უკვე რამდენი წელია, ერთნაირად ატყუებენ და სტილსაც კი არავინ არ ცვლის ხალხის მოსატყუებლად, იმდენად გაუშინაურდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს უთხრა, რომ ფაქტია, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქროს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იგივე „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას.შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა აუხსნან ამ პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს პოზიციის შეცვლა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს შეიძლება, სხვადასხვაგვარად ახსნან.„ნუ, რა ვიცი, ქვეყნის გადარჩენის მოტივით, ასე გვთხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვიქცეთ ფინანსურად, თუ რეგიონულ დონეზე, გავძლიერდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა წაიღონ უკან ის სიტყვები, რაც ნათქვამი აქვთ წინასწარ, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ტელევიზიებს. მე მახსოვს, რომ „ლელოვიზიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუპორი, ქალბატონი ინგა გრიგოლია ღიად გამოდიოდა და ლანძღავდა იმ ხალხს, ვინც მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ უნდა აიხსნას, რომ „ლელო“ მიიღებს ახლა არჩევნებში მონაწილეობას? აქედან უკან დახევა როგორ უნდა მოხდეს, მე არ მესმის მართლა, სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისივე თქმით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ოპოზიცია დაზიანებული გავიდეს არჩევნებზე.ამასთან, ხვიჩიამ თქვა, რომ ქალაქში ჭორები დადის, თითქოს, ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სალომე ზურაბიშვილის მერად დაყენებას ფიქრობს.„მე ასეთი ჭორებიც გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, როგორ გითხრათ, ეს იქნება ყველაზე სასაცილო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს. ეს არის ალბათ, გადაზღვევა იმის, რომ ოპოზიციამ არცერთ ვარიანტში არ მოიგოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარკ რუტე – ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა

ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.„მთელი ნატო ეთანხმება შეუქცევად გზას უკრაინის გავლით ნატო-ში, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა ნატო-ს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-ს მოკავშირეებმა თქვეს დიახ, იარსებებს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სა და უკრაინას შორის. ჩვენ გვაქვს სარდლობა ვისბადენში, რომელიც ორგანიზებას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ორგანიზებას წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა მარკ რუტემ.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე, რომ ოპოზიციასა და ზურაბიშვილს „ფეხი არ დაუცდეთ“: ჩემი ფეხი არის მყარი

ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 26 მაისთან დაკავშირებით  განცხადება  გააკეთა, სადაც ზურაბიშვილს და ოპოზიციას მიმართავს - „ფეხი არ დაუცდეთ“.„„ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ, ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ. დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა უნდა გადავარჩინოთ, მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ და არამხოლოდ ჩვენს თავს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით პირველი ექვსი თვის წინ, ერთი წლის და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ, როცა რამე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ ევროპულობას. იქ ვიქნებით ბევრი, დავანახვებთ ჩვენს თავს, ყველას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მოძღვრის განმარტება

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვაზე პასუხს დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.“ - განმარტავს დეკანოზი.

ბოლო სიახლეები