ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026

ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფოს არსია, დაიცვას სამშობლო, ჩვენ არავისთვის ვიღვწვით, მით უმეტეს, რუსეთისთვის, ჩვენ ვიღვწით საქართველოსთვის

ამ ხალხს ვერაფრით გაუთვითცნობიერებია, რომ საქართველოა ჩვენი სამშობლო, რომ სახელმწიფოს არსია დაიცვას სამშობლო, იდენტობა და ა.შ. ჩვენ არავისთვის არ ვიღვწვით, ჩვენ ვიღვწვით საქართველოსთვის, არც დასავლეთისთვის და მით უმეტეს, არც რუსეთისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ გააკეთა ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საქართველოს აქვს საოცარი მიღწევები ყველა მიმართულებით, რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს.

„რამდენი რამ გავაკეთეთ ევროკავშირში შესასვლელად აღარ ჩამოვთვლი. თვითონ ევროკავშირი რის კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო? სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ადამიანის ჰუმანურობაზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა – ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით. მე გამოვედი რეიტინგებით, მსოფლიოს ან პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, ის რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს, ევროპა ტერიტორია კი არაა, ევროპული ფასეულობებია, ჩვენ ვაჟას შვილიშვილები ვართ, ჩვენთვის ეს უცხო არ არის. ნახეთ ვაჟას ნაწერები და ნახეთ ადამიანის ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე რამდენი უწერია. სხვათა შორის გავიხსენებ, ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც ირღვევა მეორე ადამიანის უფლებები. როცა ლგბტ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ბევრს არ მოსწონს, ქუჩაში ამას ღაღადებენ, უკაცრავად იქ დავაბრუნე ნაწილი, ადამიანის უფლებები, მარტო მათ არ აქვთ უფლებები გვაქვს ჩვენც და სხვასაც, ვინც არ არის ამ საზოგადოების წევრი, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ თავს არ ესხმის და არ იბრძვის მის წინააღმდეგ.

ვუბრუნდები ევროკავშირის თემას, ჩვენ წაგიყვანთ ევროკავშირში, ამათ მიჰყავხართ რუსეთში, სად ჩანს? ყველა ფასეულობა რაც არის ევროპული „ქართულმა ოცნებამ“ საოცარი წინსვლა გააკეთა ყველა მიმართულებით. ჩვენ რეალური ევროპული ფასეულობების დაფუძნებას და ამ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო გვინდა და არა მოგონილი. ჩვენ წაგიყვანთო? და რით წაგიყვანენ? გასაგებია, რომ ხედავენ წინააღმდეგობას, მსგავსი გლობალური ძალისგან მართული ბიუროკრატები, იქაც ბევრია, მათ კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთში. რას გვსაყვედურობენ ჩვენ ძირითადად, მადლობა ღმერთს, რომ როგორ იქნა რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთი სანქციებს არ შეუერთდა, რაც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევდა. ხაზარაძე გამოდის რუსეთს სანქციები დავუწესოთო, 1000-ლარიან პენსიას მოგცემთო. 100 ლარს ვერ გადაიხდის ვინც ეკონომიკა იცის, 100-ლარიან პენსიასაც კი ვერ გადაიხდის გარწმუნებთ ეგ სანქციები რომ დავაწესოთ. ასე უსინდისოდ ცრუობს. ევროკავშირში რით შეჰყავთ მათ და რით შეგვყავს ჩვენ – ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ, აქ არის წინააღმდეგობა. „გამჭვირვალობის კანონსაც“ დააბრუნებდნენ, ლგბტ-ებსაც დააბრუნებდნენ. ეს არის სხვაობა, აი, ამით ბობოქრობენ. ქვეყანა არ უყვართ, უსამშობლოები არიან და ამით იქაჩებიან, რომ ჩვენ აი ამას ყველაფერს გაუკეთებთ და ჩვენ შეგიყვანთ გრიალით ევროპაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა

ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ ირანელი დემონსტრანტის ოჯახის ცნობით, ერფან სოლტანი შესაძლოა სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს.ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცფელდი აცხადებს, რომ გრენლანდია მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოცფელდტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამერიკის საკუთრება გახდებიან.„ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება“, – განაცხადა მოცფელდტმა.გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გრენლანდიას სჭირდებათ, დაუბრუნდნენ „ნორმალიზებულ ურთიერთობას, რომელიც ადრე არსებობდა“.ვივიან მოცფელდის თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებშია ბალანსის პოვნა.„ჩვენ ვართ მოკავშირეები, ჩვენ ვართ მეგობრები“, – აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მხარეები გრენლანდიის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

ინგლისის ქალაქ შეფილდში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ.მათ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 75,96 ქულა დაიმსახურეს, რაც მანამდე გამოსულ ყველა მონაწილეზე მაღალი მაჩვენებელი იყო.რჩებოდა ერთი წყვილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე. მათ ასპარეზობა 74,81 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს.ასე და ამგვარად, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილია. ევროპის ჩემპიონი ხვალ, თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეჯიბრება 15 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგებას გააფართოებენ

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“.განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეიდან გრენლანდიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაფართოვდება სამხედრო განლაგება“. ეს გულისხმობს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებიდან. დოკუმენტის მიხედვით გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია წვლილს შეიტანენ ამ ოპერაციაში.დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ აშშ თავდასხმას განახორციელებს გრენლანდიაზე, „სრულიად ჰიპოთეტურია“.„ნაკლებად სავარაუდოა, ნატო-ს ერთი წევრი ქვეყანა ნატო-ს სხვა ქვეყანას თავს დაესხას“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები