კვირა, აპრილი 12, 2026

ბიძინა ივანიშვილი – პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით

პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით, მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინ ივანიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტია და მას გაჯანსაღება სჭირდება. „თეორიულად არ მიყვარს არანაირი რევოლუცია. ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება. ეს პროცესი ხდება ახლა. ჩვენი ოპონენტებისგან უეცრად რაღაც საუკეთესოს ვერ მივიღებთ. ოპონენტების ძირითადი ნაწილი მყავს მხედველობაში, თუმცა ახალი ძალებიც გამოჩნდნენ და რატომღაც, ისინიც მათ ხელწერას ირჩევენ. ამათგან უეცრად რაღაც განსხვავებულ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს კარგია, საქმისთვის, თუ ეს ძალიან გახანგრძლივდა, რა თქმა უნდა კარგი არ არის. სჯობს, მალე გაჯანსაღდეს ოპოზიცია. გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვალში დაიწყება კომისიის ჩამოყალიბება და მოხდება უბნების გადათვლა, რაზეც ჰქონდა ოპოზიციას პრეტენზია. ამბობდნენ, გაყალბდა, თუმცა არ გადავთვლით, თუ შევამოწმეთ, არ გვაწყობსო. ახლა ოპოზიცია ძალიან კრიტიკულ სიტუაციაშია. თუ ეყოფა ძალა ჯანსაღ ნაწილს და უარს იტყვიან დიქტატორზე, რომელიც დღესაც ჰყავთ, კარგი იქნება. არაფორმალურად იმართებიან, სულ სამი-ოთხი კაცია იქ, ვინც ძალადობს და ამუნათებს ვიღაცებს, თითქოს ჩნდება რესურსი, რომ ახლაც მოახერხონ, მაგრამ დრო დასჭირდებათ“,- განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალა უცებ ვერ გაჩნდება, რადგან ამის რესურსი არ არსებობს. „სამწუხაროდ, ახლით ჩანაცვლებაც ვერ მოხერხდა სწრაფად. ეკონომიკაში კარგად გვესმის ჩვენი სიღარიბე, აქ გვგონია, რომ მდიდრები ვართ, ძირითადად ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის. არაფერი შეუქმნია, არაფერი გაუკეთებია, ჰგონია, რომ ყველაზე იოლი პროფესიაა ეს, მოდის და ყვირილს იწყებს, ცრუობს. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის. ყველაზე დიდი ტრაგედიაა სწორედ ე არის. ის, რომ ჩვენ განათლების რეფორმით ამხელა ნაბიჯი გადავდგით, გმირობის ტოლფასია. ეს შეიძლება იყოს ხსნა ისტორიული წარსულისთვის და გაგვიჩნდეს წარმატებული მომავალი. ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები, მაგრამ პროფესიონალები გვაკლია ბევრი მიმართულებით. ძალიან ბევრი ავანტურისტი მოდის, იმის მსგავსი, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი ხელს არ ჩამოართმევს. „ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია. მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ. ყველა წელიწადს იქაჩება, ჩამოვალო, გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი. ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც. პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. თავისნაირად ეგონათ, თუ მოვექცეოდით. მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს. ახლა იქიდან ძალადობენ, გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოვიდეთო. ნახეს, რომ არაფერი გამოდის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები