ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.
ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

