სამშაბათი, მაისი 13, 2025

ბიძინა ივანიშვილი – მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ მექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები, მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა

 აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თავის წერილში განცხადება, რომ უბრუნდება 2011 წლამდე მდგომარეობას, შეგნებულად გააკეთა. „აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, გუნდის წევრებთან ურთიერთობები გაგრძელდება ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. „როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბერების მიერ წალკოტად ქცეული მზოვრეთის მონასტერი

სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე.ის X საუკუნეში ძამელი მთავრის, ადარნასეს რეზიდენცია იყო.XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს.XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად".XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას.მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა.2008 წლის 20 მაისს მზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი მზოვრეთის მონასტრის შესახებ ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს."წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს. ახლა აქ 3 ტაძარია.ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა",- წერს გოგა ჩანადირი და მის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.             

ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკა გვარამია-„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებული სხვა ღონისძიებები „ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება“.მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას.„MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე - მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.

ბოლო სიახლეები