კვირა, ივლისი 6, 2025

ბიძინა ივანიშვილი: თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა, თბილისის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც ძალიან დიდია!

მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს  დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს!  – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისი, უკვე საუკუნეებია, რაც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად დედაქალაქში იგრძნობა. მისივე თქმით, თბილისი ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვისაც ძალიან დიდია.

„უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა. ასეთი ბედი ხვდა წილად ქალაქს, რომლის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპისთვისაც ძალიან დიდია!

განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში ასწლეულებია ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა საუკუნეებია დაუწერელ კანონადაა ქცეული.

ყოველივე ეს, ისევე, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარ-მასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს.  ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს.“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები