პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

ბექა ძამაშვილი – წინა პლანზე წამოწეული იყო პოლიტიკური ფაქტორი, თითქოს ანაკლიის პორტის საქმე იყო პოლიტიზებული, თუმცა არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ არ ყოფილა არანაირი ჩარევა

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა და დღეს უკვე მიზანშეწონილია, რომ საზოგადოებას უფრო ფართო სურათში დავანახოთ, რა იყო მოსარჩელეების ნამდვილი მიზანი და რა საფრთხეები აიცილა ამ გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, რეალურად, საქმეს ჰქონდა სამი დანიშნულება, სამართლებრივი, ეკონომიკურ-ფინანსური და პოლიტიკური.

„სწორედ სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაზე იყო დამოკიდებული, რა რისკები და შედეგები მოჰყვებოდა ამას ფინანსურ-ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვიხარია, რომ ამ დავის მოგებით ქვეყანამ თავიდან აიცილა ძალიან სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები. კერძოდ, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ მოსარჩელეები საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის ოდენობით კომპენსაციას. ეს იყო დაახლოებით 4 მილიარდი ლარი. წარმოიდგინეთ, ახლა ამას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ეკონომიკური განათლება, ყველასთვის კარგად გასაგებია, რა შედეგი მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ფინანსური სექტორისთვის ამ დავის წაგებას. 4 მილიარდი ლარის მოთხოვნა კიდევ უფრო აბსურდულია იმ განცხადებების ფონზე, რაც გუშინ თავად მოსარჩელე მხარის მიერ გაკეთდა. ფაქტობრივად, მათ აღიარეს, რომ ინვესტიცია ჩადეს მხოლოდ 80 მილიონის ოდენობით. ესეც საკითხავია, რამდენად რეალურად ჩაიდო, მაგრამ მათ ვერსიასაც რომ დავეთანხმოთ, იყო 80 მილიონის ოდენობის ინვესტიცია, თუმცა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და ჩვენი მოსახლეობისგან, გადასახადების გადამხდელებისგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარ დოლარს. რა შეიძლება, ამას დაერქვას? ან სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების მცდელობა, ან სახელმწიფოს ეკონომიკურ-ფინანსური კოლაფსის მცდელობა, ან ორივე ერთად, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს რისკები აირიდა“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

მისივე თმით, ყველასთვის გასაგებია, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, ეს დავა სახელმწიფოს რომ წაეგო.

„სულ რაღაც ორ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი და ქაოსი შეიძლებოდა გამოეწვია თუნდაც მცირედით ამ საქმის წაგებას. ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს, როდესაც ხელოვნურად ხდება აჟიოტაჟის შექმნა თითქოს რაღაც პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ ყველა ჯერზე დაამტკიცა სიმართლე. ამ შემთხვევაშიც, უკვე პოლიტიკური კუთხით რომ შევაფასოთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ხელწერა იყო იგივე, როგორც ჩვენ ადრეც გვქონია.

მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში სხვადასხვა პოლიტიკოსის, ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან შეტანილ საჩივრებზე აბსოლუტურად ერთნაირი სცენარი იყო. ჯერ ქვეყნის შიგნით იქმნებოდა ვითომდა საზოგადოებრივი აზრი და ამაში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, მათ მიერ მართული ტელევიზიები, შიდა თუ გარე აქტორები და იქმნებოდა თითქოსდა აზრი, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც საქმეა პოლიტიზებული, მართლმსაჯულების სისტემა არ მუშაობს და იყო მცდელობა, რომ საერთაშორისო სასამართლოში ერთი საქმე მაინც მოეგოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბუნებრივია, მათი ინტერესი არ იყო რაღაც უფლებების დაცვა ან სამართლებრივი საკითხის მოგვარება, ინტერესი იყო, შემდეგ აქედან მიეღოთ დიდი პოლიტიკური სარგებელი.

ანაკლიის საქმის შემთხვევაშიც იდენტური სცენარი იყო. მთლიანად წინა ხაზზე წამოწეული იყო პოლიტიკური ფაქტორი, თითქოს ეს იყო პოლიტიზებული საქმე, თუმცა აწ უკვე პარიზის არბიტრაჟმა გასცა ამ კითხვაზე პასუხი და დაადასტურა, რომ არანაირი პოლიტიკური ჩარევა არ ყოფილა არც მართლმსაჯულების სისტემაში, არც რაიმე გადაწყვეტილებაში და სწორედ მოსარჩელის ბრალეულობით მოხდა ამ ვალდებულების ვერშესრულება. საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არბიტრაჟებში ამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენი მოლოდინია, რომ შეწყდება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ეს თამაშები, რათა როგორმე სადმე სახელმწიფომ წააგოს და მიიღოს სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური თუ სამართლებრივი ზიანი. იუსტიციის სამინისტრო აქამდეც იცავდა წარმატებით, კვალიფიციურად სახელმწიფოს ინტერესებს და მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.

რაც შეეხება მათ განცხადებებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რისკი ავიცილეთ. მართლა რომ რაღაცაში მოეგო მოსარჩელე მხარეს, სატელევიზიო სივრცეში ამბავი შეიქმნებოდა საქართველოს წინააღმდეგ. სრულად წააგეს სარჩელი და ახლა მოიგონეს ახალი ამბავი, თითქოს არცერთ მხარეს არ მოუგია საქმე. წარმოიდგინეთ, სახელმწიფოსგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევრის ანაზღაურებას, დარღვევის დადგენას, არაფერი არ დაუკმაყოფილდათ და თითქოს არაფერი არ მოუგია არც სახელმწიფოს და არც მათ. ეს არის ნარატივი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინათ სატელევიზიო სივრცეზე“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 650 ათასი დოლარის გადახდის დაკისრება კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორედ მათ წააგეს საქმე, სხვა შემთხვევაში საქართველოს დაეკისრებოდა ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

„მათ ჯერ მიეცემათ შესაძლებლობა, საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად, საკუთარი ნებით გადაიხადონ ეს თანხა. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ ვალდებულებას, შემდეგ გაწერილია პროცედურები როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურებში, ასევე უკვე ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში, როგორ უნდა მოხდეს იძულების წესით გადახდა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“ – გიორგი ღოღობერიძე

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“  - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე  გვირჩევს. „ამ მედიკამენტებს ნუ მიიღებთ მშიერ კუჭზე“1 - კარდიომაგნილი2 - ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი - სიცხის დამწევი3 - სტერეოიდები - მაგ, დექსამეტაზონი4 - შაქრის დამწევი საშუალებები5 - C ვიტამინი6 - დოქსიციკლინი

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია ემოციურ განცხადებას აკეთებს

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს :“ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი ,,სანტი-ბასლა,,ზუსტად ისეთი კაცი დადგება რაც მისი მამიკო იყო სხვაგვარად წარმოუდგენელია მთელ,თავის რესურს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი 100% გამაამართლებს ვინც იცნობს სანტიკოს დამეთანხმება. მიყვარხარ ნათლი და სანამ პირში სული მიდგას ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ❤️❤️❤️❤️✊🏼” – წერია პოსტში.

პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა

მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები, არამედ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.„მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.ევროპარლამენტარმა Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე – მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს, სტატისტიკურადაც, წინა წლებთან შედარებით, რაიმე განსხვავება არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის და აჟიოტაჟის შექმნის მიზეზი არ არსებობს.სარჯველაძის თქმით,  დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელებისას  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.„პაატა იმნაძემ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ნათლად ახსნა, რომ აჟიოტაჟის შექმნის რაიმე რეალური მიზეზი არ არსებობს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება როდესაც ხდება, ზედმიწევნით ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ეს პანიკის დათესვას იწვევს. სტატისტიკურადაც კი, აბსოლუტურად არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ამ თვალსაზრისით ყურადღება. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული და საგანგაშო საქართველოში არ ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, მაგრამ რაიმე არასტანდარტული და არანორმალური არ ხდება. კვლავ ძალაშია ჩვენი მოწოდება – ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ თვითონ დაავადების გავრცელებაც არ ხდება უბრალო ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით. კანზე უნდა იყოს ხანგრძლივი დროით შეხება, ასე ხსნიან სპეციალისტები. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტი არ არის ქსელში. ესეც მცდარი ინფორმაციაა. მედიკამენტი თავისუფლად ხელმისაწვდომია რამდენიმე სააფთიაქო ქსელში. ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად, მუნთან მიმართებით განგაშის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე – ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება

ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტიპი ერთი დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის ფარგლებში ცვლილების თაობაზე განაცხადა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია არ უნდა გახდეს მშობლების აღელვებისა და პოლიტიკური მანიპულაციების საფუძველი.„რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმემ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციებს საბაბად გამოიყენოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები, „სანოფის“ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება.  მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის, ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე.ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია. მინდა, მედიასაშუალებებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. ახლაც აღვნიშნავ, რომ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხება. ამასთან, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ორივე კომპანია აწარმოებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, ხოლო საქართველოში „სანოფის“ ინსულინი ისედაც ხელმისაწვდომი იყო და პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მას უკვე იყენებდა.„როგორც SanofiAventis-ის, ისე NovoNordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინები უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებია. ორივე ბრენდი არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი.ეს მედიკამენტი ისედაც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე და უკვე ჰყავს დიდი წრე მომხმარებლებისა, რომელთათვისაც ის მეტად მისაღებია. შესაბამისად, არასწორია, თუ ვიტყვით, რომ ერთი მეორეს  ჩამნაცვლებელია – ეს ასე არ არის. ორივე წარმოადგენს მაღალი ხარისხის პრეპარატს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.მინისტრმა განმარტა, რომ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე NovoNordisk-ის პრეპარატს იყენებდნენ, უზრუნველყოფა მოხდება ეკვივალენტური საშუალებით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს.„საუბარია პრაქტიკულად ეკვივალენტურ პრეპარატზე, რომლის გამოყენებაც პაციენტებისთვის უსაფრთხოა და უზრუნველყოფილია უწყვეტად. ჩვენი ამოცანაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური წვდომა მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია“, – განაცხადა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები