პარასკევი, იანვარი 23, 2026

ბექა ძამაშვილი – მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არევნების შედეგების შეჩერებას, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების, საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით პირველადი პოზიციის წარდგენის ვადა მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესულია 11 ფიზიკური პირის და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი.

„აღსანიშნავია, რომ ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყიში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება თვითონ საჩივრების შინაარსს, მომჩივნების ნაწილი დავობს, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე რამდენად შეიძლება, ზოგადად ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია, არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც დამკვირვებელი, რამდენად შეიძლება, იყოს მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაციას. მანამდე კი, ყველა აქტორს, შიდა და გარე აქტორს მოუწევს, პატივი სცეს ევროპულ სასამართლოს, დაელოდოს მის პროცედურებს და არ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ასევე ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო მხარეებს უსვამს კონკრეტულ შეკითხვებს:

„1) აქვთ თუ არა მომჩივნებს რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებენ, რომ დაირღვა მათი ხმის უფლების ფარულობა; 2) რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავისუფალი არჩევნების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) დაირღვეს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ არ გახსნილა მეტი უბანი; 3) შეუძლია თუ არა საია-ს, როგორც დამკვირვებელს, იდავოს თავისუფალი არჩევნების უფლების შესაძლო დარღვევაზე“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყებაზე განცხადება დღეს გაკეთდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს – „როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, რეალური საფრთხეა გაერო და ნატო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, რომელშიც კრიტიკული პოზიციაა გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-სა და გაერო-ს მიმართ.„როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, როდესაც რეალური საფრთხე გაერო, ნატო და ეს „რელიგიაა“. „რელიგიას“ ბრჭყალებში ვწერ, რადგან ეს რელიგია არ არის, ეს კულტია“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც დონალდ ტრამპი აზიარებს.

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.

კახა კალაძე – მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახი კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ რა შემთხვევაში დაჯარიმდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.

ბოლო სიახლეები