პარასკევი, ნოემბერი 28, 2025

ბექა დავითულიანი – რუსეთის ხელისუფლების ამ ქმედებით, სამწუხაროდ, უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული

რუსეთის ხელისუფლების გუშინდელი განცხადებით ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც არის გვიანი შუა საუკუნეების რაღაც პოლიტიკურ აზროვნებაში დარჩენილი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, პირველ რიგში, შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და მეორე მხრივ, მოხდეს იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც არიან ამ აგრესიის მსხვერპლები.

„გუშინ, სამწუხაროდ, რუსეთის ამ ქმედებით უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები ამ სიტუაციაში რთული გადასადგმელია, რადგან ძალიან სენსიტიური ვითარებაა. პირველ რიგში ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ რეგიონი დავიცვათ ფართომასშტაბიანი ომისგან და იმედი მაქვს, ეს შესაძლებელია. საქართველომ უნდა იმოქმედოს იმდაგვარად, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და შეჩერებული იქნას რუსეთის აგრესიული ნაბიჯები. ვნახოთ, საერთაშორისო საზოგადოება რა ტაქტიკას შეიმუშავებს. პირველ რიგში პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ საქართველოს ჰქონდეს ერთგვარი ორიენტირი, თუ საით მიდის ცივილიზებული სამყარო. საქართველოს ამის მიხედვით მოუწევს, თავისი პოზიციის ფორმირება. ჯერ ეს უნდა მოხდეს, ჯერ არ მომხდარ. განცხადებები კეთდება უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას

ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს.„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას, რაც არის უსამართლობა. ის რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჭიროა, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განიხილებოდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - აცხადებს ლაშხი.ევროკავშირმა „გამჭვირვალობის კანონი“ გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

არაბული მედია: ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სამხრეთით მდებარე სოფლების, ჯარმაკისა და მაჰმუდიეს მიმდებარე ტერიტორიებზე.კონკრეტულად რა გახდა ისრაელის სამიზნე, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან თავდაცვის ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ალი ტაბატაბაი ემსხვერპლა.

გთხოვთ გავავრცელოთ, ოთოს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ ნათია ბერაძის პოსტი - მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას ოთოსთვისოთოს მკურნალობა და რეაბილიტაცია გრძელდება სახლში, ყოველდღიურად ვაგრძელებთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ სამწუხაროდ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს-ყოველდღიურ მედიკამენტებს, რეაბილიტაციის საშვალებებს და სპეციალური მოვლის ხარჯებს. თქვენი დახმარებით მოვახერხეთ აქამდე მოსვლა და კიდევ მნიშვნელოვანი ეტაპია წინ ჩვენი ბრძოლა გრძელდებათიბისი : ბანკი #GE57TB7469345064300090მიმღები : ნიკოლოზ ბერაძესაქართველოს ბანკი : #GE96BG0000000101479415მიმღები : ნათია ბერაძედიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით ხართ ამ რთულ გზაზე,,- წერს გივიკო დიდია

“მშობელმა ბავშვს სუნთქვის სიხშირე უნდა დათვალოს…” – ივანე ჩხაიძე განმარტავს

პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რატომ უნდა დათვალოს მშობელი ბავშვების სუნთქვის სიხშირე. „ამ ბოლო პერიოდში, კარგად ვისწავლეთ სატურაციის გაზომვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი — ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ, წუთში რამდენჯერ სუნთქვის ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი იქნება იდეალური მიმანიშნებელი, აქვს თუ არა ბავშვს ფილტვების დაზიანება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

13 წლის გოგომ დედა თამაშში დაგეგმილი სცენარით მოკლა – აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ( უცხოეთი)

სან-პეტერბურგელი სკოლის მოსწავლე გოგონას ვირტუალურ თამაშში დედის მკვლელობის იმიტაციას ახდენდა, რაც ბოლოს რეალურად გააკეთა კიდეც. ამის შესახებ Telegram-ის არხმა SHOT-მა გაავრცელა ინფორმაცია.13 წლის გოგონამ ვირტუალურ სივრცეში ავატარი შექმნა და სახლში ხანძრის იმიტაცია მოახდინა. შემდეგ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გააკეთა. სკოლის მოსწავლე რეგულარულად დიდ დროს ატარებს კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ მედიაში.  დედა-შვილს, როგორც ამბობენ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.  კამათი გამწვავდა მეგობრებთან შეხვედრების აკრძალვის გამო, რამაც მოზარდი ძალიან გააღიზიანა. ტრაგედიის დღეს, მათ კიდევ ერთი კამათი მოუვიდათ, რა დროსაც  გოგომ 46 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა.მკვლელობის შემდეგ, სკოლის მოსწავლემ დანაშაულის დაფარვა სცადა: მან ხელები გაიჭრა და საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ პოლიცია გამოიძახა და უცნობი თავდამსხმელის შესახებ ისტორია შეთხზა. თუმცა, დაკითხვის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა. 

ბოლო სიახლეები