ორშაბათი, მარტი 31, 2025

ბესარიონ ხარძიანი – ბესო ხარძიანის დაჭერის, შემდეგ ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლის დავალება მოდიოდა გია უდესიანისგან, მისი დავალებით მოქმედებდა გლდანის ციხის დირექტორიც, მეტსახელად „ქილერა“

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი.

ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე.

„ყველა სასამართლო და ინსტანცია მოგებული გვაქვს და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე. უნდა ითქვას, რომ დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე. ზედმეტსახელად „ქილერა“. არ ვიცი,  ეს სახელი როგორ შეარქვეს, მაგრამ უკვე ნათელია, ეს ზედმეტსახელი რომ გქვია, რისი გამკეთებელი ხარ. ის იყო ადამიანი, რომელიც ტყვიების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში, აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. მათ შორის ჩვენს საქმეშიც დევს.

გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა, დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი. ეს პატიმრები არ იყვნენ რა თქმა უნდა, შემთხვევით არჩეული. ციხეზე მუშაობდნენ ეს პატიმრები. დაავალეს ამ პატიმრებს ბესო ხარძიანის წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. პირადად ალექსანდრე მუხაძე, თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. გიორგი უდესიანის მიზანი იყო, რომ დაახლოებით 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა. კუს ტბის წილები იძულების წესით მიეღო და ციხის მანქანა ჩართო. ის ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა უკვე ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, როცა ეძინა, თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვითომ საქმის გარჩევები. ასეთი ფაქტები იყო. შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ ადამიანებს, რომ მიეღოთ კუს ტბაში შემავალი კომპანიის წილები, „კუს ტბა კალასა და კუს ტბა პალასში“.

კარანტინის ნაწილში ორი კვირის განმავლობაში აწამებდნენ. ჯერ მარტო კარანტინში რომ ორი კვირა ხარ, უკვე წამებაა, თან იმდროიუნდელ გლდანის ციხეში, შემდეგ რომ გიმატებენ წიხლებს. გაგრძელდა სადღაც ივნისამდე. ეს წილები აპრილში გადაფორმდა. 16 თებერვალს მოხდა დაკავება. 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო გადაფორმება, რაღაც დაგეგმილი ჰქონდათ ალბათ. მოკლედ ბესო ხარძიანზე მიდიოდა ზეწოლა“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს. სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

23 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

წყალტუბოს „სამგურალი“ ყოფილი ფეხბურთელის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:„სამწუხარო ამბავი გვაქვს: 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა. ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამგურალში“ 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი.ჩვენი კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, - ვკითხულობთ პოსტში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული თავდასხმების გეოგრაფია და სისასტიკე ყოველდღიურად, ყოველ ღამით გვიჩვენებს, რამდენად უგულებელყოფს პუტინი დიპლომატიას

რუსული თავდასხმების გეოგრაფია და სისასტიკე არამხოლოდ ზოგჯერ, არამედ ყოველდღიურად, ყოველ ღამით გვიჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს პუტინი დიპლომატიას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.„უკვე რამდენიმე კვირაა, არსებობს ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ამ წინადადებაზე პასუხად, რუსული დრონები, რუსული ბომბები და ბალისტიკური იარაღი გამოიყენება. რუსეთი იმსახურებს მასზე ზეწოლის გაძლიერებას – ყველა მკაცრ ნაბიჯს, რამაც შეიძლება, შეასუსტოს რუსეთის ომის წარმოების უნარი და ამ სისტემის მხარდაჭერა, რომელსაც გარდა ომისა, არაფერი სურს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა. აუცილებელია მეტი თანამშრომლობა და ერთიანობა ყველა პარტნიორს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს შესაძლო ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინას.„ალექსანდრ სტუბმა ისაუბრა აშშ-ში ვიზიტზე და ამერიკის პრეზიდენტთან საუბარზე. უკრაინა მზადაა, იმოქმედოს ამერიკასთან ერთად მაქსიმალურად სწრაფად. უკრაინა იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და ყველა სხვა პარტნიორი, რომლებსაც რეალურად სურთ მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება, გამოიყენებენ ყველა საჭირო ინსტრუმენტს. დიპლომატიის წარმატება ყველას სჭირდება, გარდა პუტინისა. ამიტომ, მასზე ზეწოლაა საჭირო დიპლომატიის წარმატებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გრძელდება კომუნიკაცია ამერიკასთან იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედონ ერთად ომის დასასრულებლად.„მსოფლომ იცის, რომ მხოლოდ რუსეთია მიზეზი იმისა, თუ რატომ გრძელდება ომი ამდენი წელი. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, ხოლო უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული მათთვის, ვისაც რუსეთი დაესხა თავს – უკრაინელებისთვის და ყველა ევროპელისთვის​​​​​​“, – განაცხადა ზელენსკიმ.

🎥 „ანგელოზი არ ვარ… უშეცდომო არ ვარ…“ – როგორ გამოიყურება 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ მაგდა პაპიძე და რას სთხოვს ის ამჯერად სასამართლოს

თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა - ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს.სანამ მთავარ მიზანზე საუბარს დაიწყებდა, ითხოვდა, რომ "კურიერი P.S.-ის" გადამღებ ჯგუფს სხდომა დაეტოვებინა. მოსამართლეებმა ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოდ ჩათვალეს. შემდეგ მოითხოვა დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლა, რაზეც რამდენიმე თვის წინ პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა. ახლა, სააპელაციო საჩივრით, ცდილობს, მიზანს მიაღწიოს. ბევრი ისაუბრა, იმაზეც, რომ სურს, ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.მაგდა პაპიძემ საკუთარ ყოფაზე ბევრი ისაუბრა. ციხის ადმინისტრაციას მადლობა არაერთხელ უთხრა, მათ შორის იმისთვის, რომ სამთვიანი კონტრაქტით, ჟოლოს ბაღში მუშაობის უფლება მისცეს. სამარტოო საკანში კი, ძირითადად ხატვას და შემდეგ ნამუშევრებს ყიდის. ხატვა შემოსავლის წყაროდ აქცია. ქმრისა და შვილის მკვლელობის უმძიმეს ბრალდებაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ მომხდარს საკუთარი უბედურება უწოდა.უმძიმეს სასჯელამდე იყო უმძიმესი ისტორია. თბილისში, ფერაძის ქუჩის 2 ნომერში. ფაქტი, რომელიც ქართულ კრიმინალურ არქივს არასდროს დაავიწყდება.2015 წლის 20 დეკემბერი თენდებოდა. 112-ში შემზარავი შეტყობინება შევიდა. სამართალდამცველებს ფერაძის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოსთან მაგდა პაპიძის ქმრის ომარ ქაფიაშვილის ცხედარი დახვდათ. იქვე მდგომ ავტომობილში კი, გარდაცვლილი იპოვეს 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი.გამოძიება პირველ წუთებში ყველა ვერსიას განიხილავდა, გარდა ერთისა - რომ მკვლელობა მაგდა პაპიძემ ჩაიდინა. ქალი იმ დროს ამტკიცებდა, რომ ქმარ-შვილი ხაჭაპურის საჭმელად გავიდა და დააგვიანდა, მოსაყვანად წასულს კი, სადარბაზოსთან ცხედრები დახვდა.მალევე პოლიციამ სულ სხვა სურათი აღადგინა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, აქ სისხლის კვალი მაგდა პაპიძის საცხოვრებელი ბინის კარამდე მივიდა. უშუალოდ ბინაში ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერი ჩანდა, მოგვიანებით ნაპოვნი 1 წვეთი სისხლის გარდა. წვეთი მაგიდის ქვეშ აღმოაჩინეს. ბინა სპეციალური ხსნარით დამუშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთახი მკვლელობის ადგილი იყო.მთავარი ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე დააკავეს. ის ქმრისა და შვილის მკვლელობას თავიდანვე უარყოფდა, თუმცა აღმოჩენილი ნივთმტკიცებები საპირისპიროს ამბობდა, მათ შორის გარეცხილი გადასაფარებელი და სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები.გამოძიებით გაირკვა, რომ მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, რომლისგანაც ბავშვს ელოდებოდა. მეუღლეს ეჭვი გაუჩნდა, ქალმა კი, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით, დანაშაული დაგეგმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავების შემდეგ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს ორსულობა შეუწყდა.მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაგდა პაპიძე შვილთან ერთად, მაღაზიაში იყო და დიდი ზომის ურო შეიძინა. ურო, რომელიც თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების მკვლელობის შემდეგ, ნაგვის ურნაში სისხლიან ნივთებთან ერთად იპოვეს, საქმეში მკვლელობის იარაღად ჩაიდო. ამოიღეს პაპიძის წერილიც, რაც დანაშაულებრივი გეგმის ნაწილად შეფასდა.გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა მძინარე ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, შვილი კი, გაგუდა. შემდეგ ცხედრები დერეფნის გავლით, გარეთ გაიტანა, თუმცა გადამალვა ვეღარ მოახერხა და ღამის საათებში მისი ყვირილის ხმამ მეზობლები გააღვიძა. ქალი შველას ითხოვდა და დანაშაულის ინსცენირებაც ამ დროს მოაწყო.საქმე, უამრავი მტკიცებულებით, სასამართლომდე მივიდა. მაგდა პაპიძემ ბრალი აქაც უარყო.ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა საზარელი დანაშაულისთვის დაკავებული ქალი, ერთხმად, დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ მაგდა პაპიძე ციხეში უვადოდ გაუშვა.ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. დღეს კი, უვადო მსჯავრდებულს ერთადერთი მიზანი აქვს - დახურული ზონიდან ნახევრად ღიაში გადასვლა სურს. რას გადაწყვეტს სასამართლო - რამდენიმე დღეში გაირკვევა.ვრცლად ↓

ემანუელ მაკრონი – ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მოვუწოდე, შეწყვიტოს დარტყმები ღაზაზე და დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც მაკრონი წერს, სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაზე დარტყმები და განაახლოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს. მძევლების გათავისუფლება და ისრაელის უსაფრთხოება საფრანგეთისთვის პრიორიტეტია. მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, შეწყვიტოს დარტყმები ღაზაზე და დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტას. ასევე განვუცხადე, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს“, – წერს მაკრონი.როგორც მაკრონი აღნიშნავს, სატელეფონო საუბრისას ასევე მოუწოდა ისრაელს, „მკაცრად დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში“. ამასთან, ემანუელ მაკრონის განმარტებით, ლიდერები შეთანხმდნენ, ერთად იმუშაონ ისრაელსა და ლიბანს შორის სტაბილურობის მისაღწევად. „საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას ისრაელთან“, – წერს მაკრონი. 

„გზები გაიყო?!“ – რას ამბობს მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

​საქართველოს წარმომადგენელი 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარიამ შენგელიაა. მან უკვე ჩაწერა თავისი საკონკურსო სიმღერა და ცნობილია, რომ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება. ​მარიამის კანდიდატურას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმაც გააკრიტიკა.მომღერალი სტუმრად „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი კითხვა მის მეგობარს, ასევე მომღერალ ნუცა თოფურიას კომენტარს შეეხო - „მარიამზე არაფერს ვიტყვი“, თქვა ნუცამ, რაზეც მარიამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ეს არ სწყენია.„მე მოლოდინები დიდი ხანია, აღარ მაქვს... იმიტომ, რომ აღარავისგან არაფერს ველი... შესაბამისად, გულდაწყვეტა არ მქონია, იმიტომ, რომ წყენის ფაქტორებიც გადავდე. არავისგან არაფერი მწყინს, ჩემს გზას მივყები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული, საქართველო წარვადგინო ძალიან კარგად. შესაბამისად, რაც ხდება სოციალურ ქსელებში და რა ამბებიც არის, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია... გზები არ გაყოფილა, დღემდე ჩემს გვერდითაა... არ ვიცი, რატომ ხდება ასე ყველაფრის დრამატიზირება... შეიძლება, პოლიტიკური გზები გაიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. ორივე ასე ვფიქრობთ,“ - თქვა შენგელიამ.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები