დღეს, 15 სექტემბერს, დიდ სქემაში აღიკვეცა ყინწვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ბერი ნაუმი (მაჭუტაძე) და ეწოდა სახელი იოანე (წმ. იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად),- ამის შესახებ ინფორმაციას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სქემაში აღკვეცის წესი შეასრულა მონასტრის ამჟამინდელმა წინამძღვარმა, სქემმღვდელმონაზონმა სევერიანემ (მალაზონია).
„უფალმა დალოცოს და გააძლიეროს სქემმონაზონი იოანე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

