ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც ,,ოცნების” პარლამენტმა მაშინ ჩააგდო.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოძახებული ჭოველიძე მინისტრობის დროს “გამარჯობის თქმასაც ვერ უბედავდა” გიორგი გახარიას, ამიტომაც ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ კომიკური იყო ის ჩვენება, რომელიც მამუკა ბახტაძის აპარატის მაშინდელმა ხელმძღვანელმა წულუკიანის კომისიას მისცა.
გიორგი ჭოლაძეზე საუბარი ცოტა კომიკურია. როგორი რიხიტაც ის საუბრობდა საგამოძიებო კომისიაზე, თიტქოს ეპაექრებოდა საუბარში გიორგი გახარიას, მაშინ როცა გამარჯობის თქმასაც ვერ ბედავდა და თავდახრილი დადიოდა ეს კლერკი ბახტაძის. მისი მიცემული ჩვენების განხილვა სერიოზული არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ცრუ მოწმე, რომელმაც ცრუ ჩვენება მიაწოდა საგამოძიებო კომისიას და აუცილებლად, ამ ადამიანებს სამართლებრივ სახელმწიფოში ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ. რაც შეეხება გერმანიის ელჩის იქ ყოფნას, რა არის ამაში გასაკვირი, რომ გერმანისი ელჩი ყოფილიყო პარლამენტის შენობაში, რამე დანაშაული ჩაიდინა ამით ან იქ ყოფნით? ვინმეს რამე მოუწოდა? ამიტომ სისულელეა ამაზე საუბარი”, – აცხადებს ბერდია სიჭიანავა.
ჭოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ სროლა დაიწყო, გახარიასა და ბახტაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა.