ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისშია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალესანდრე ლუკაშენკომ თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ლუკაშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელებენ. ისინი ასევე განიხილავენ პროდუქციის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, საერთო საწარმოების გახსნის შესაძლელობებს, თანამშრომლობას სამეცნიერო, სამედიცინო და განათლების სფეროებში.

ლუკაშენკო და მარგველაშვილი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო კონტაქტებზე, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი მარგველაშვილს და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

ლუკაშენკოს თბილისში ყოფნის დროს საქართველოს დედაქალაქი მინსკის დღეებს უმასპინძლებს. გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი. დაგეგმილია რამდენიმე კულტურული და სპორტული ღონისძიება. ასევე გაიმართება მინსკში დამზადებული პროდუქციის გამოფენაც.

ლუკაშენკო ბოლოს საქართველოში 2015 წლის 22-24 აპრილს ეწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვფიქრობ, რომ ვერ შედგა ჰელსინკის კომისიაში ის პოლიტიკური ამინდი, სადაც შეიძლებოდა იმ დოკუმენტის გატანა – ხათუნა ხოფერია

„ამინდზე რომ არის საუბარი, შეიძლება კლიმატზე იყოს და შეიძლება პოლიტიკურ ამინდზე იყოს საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ვერ შედგა ჰელსინკის კომისიაში ის პოლიტიკური ამინდი, სადაც შეიძლებოდა იმ დოკუმენტის გატანა...“, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე, რომელიც ინდოეთში გავრცელდა

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან.სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს, ხოლო ინფიცირებულ პაციენტებს კოლკატის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.და მაინც, რა არის ნიპას ვირუსი? — ეს პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალიც არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიპას ვირუსი ადამიანებში იშვიათად ვრცელდება, ძირითადად — ღამურების მიერ დაბინძურებული ხილიდან. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 4-იდან 21 დღემდე გრძელდება.NiV-ს ადრეულ ეტაპზევე ამოცნობა რთულია, რადგან ამ დროს კონკრეტული სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც წესი, პაციენტებს გრიპის მსგავსი ავადმყოფობა უვითარდებათ, რომელსაც სიცხე, ასევე თავის/კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში რესპირატორული სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად ხველა, ქოშინი ან პნევმონია.ნიპას ვირუსის ყველაზე სერიოზული გართულება ტვინის ანთება, ანუ ენცეფალიტია. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ნევროლოგიური სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგალითად დაბნეულობა ან უკიდურეს შემთხვევებში კომა. ზოგ პაციენტს მენინგიტიც უვითარდება.არის თუ არა საქართველოში გავრცელების რისკისაქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.„ეჭვი მაქვს, „ნიპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს. ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს, 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.ეს არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.როგორ ხდება მისი პრევენციაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიპას ვირუსის პრევენცია ინფიცირებულ ცხოველებთან ან ადამიანებთან კონტაქტის შემცირებით არის შესაძლებელი. ასევე, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ის დაბინძურებული საკვებიდანაც ვრცელდება.სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრთხილოა ფინიკის პალმის წვენის უმად მიღება. ასევე, ღამურის ნაკბენების მქონე ხილის ჭამაც. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, რომელთა ფერმებიც ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც ხილის მჭამელი ღამურები ბინადრობენ. და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ვირუსული ინფექციის დროს – აქაც საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა – პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და ა.შ.წარსული გამოცდილებანიპას ვირუსის შემთხვევები 2001 წელს ბანგლანდეშშიც დაფიქსირდა და მას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ ბენგალის შტატში ვირუსის აფეთქებას 2001 და 2007 წლებშიც ებრძვოდა.ნიპას ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ინდოეთის ხელისუფლებამ 2018 წელსაც გაავრცელა – მაშინ ის კერალას შტატში დაფიქსირდა. სხვათა შორის, გასულ წელს 17-12 ივლისის პერიოდში ვირუსმა კერალას შტატში კვლავ იფეთქა. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ჯერზე შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, მათ ვირუსთან გამკლავება შეძლეს.

აბას არაღჩი – ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან, დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას

ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან, დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.„ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზად არიან, თითები ჩახმახზე აქვთ, რათა დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ჩვენს საყვარელ ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე ნებისმიერ აგრესიას“,- წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, 12-დღიანი ომის გამოცდილებამ გააძლიერა ირანის უნარი, „კიდევ უფრო ძლიერად, სწრაფად და ღრმად“ უპასუხოს ნებისმიერ მომავალ საფრთხეს.ამასთან, არაღჩის თქმით, ირანი ყოველთვის მიესალმებოდა ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას, იძულების, მუქარისა და დაშინების გარეშე.  

სალომე ზურაბიშვილი – ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობდა – ეს არის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშონ თავისუფალი პოლიტიკური...

ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ტერორი საქართველოში. ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს”, - წერს ზურაბიშვილი.

„ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ლხინი უბედურებად გადაიქცა…“ – რას ჰყვებიან მარნეულში მომხდარ ავარიაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.დაღუპულები არიან 23 წლის ბიჭები, უფიგ ბადალოვი და უმიდ ადგოზალოვი. ისინი სოფელ სადახლოდან იყვნენ.როგორც ირკვევა, ახალგაზრდები ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.„ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, მეგობრობდნენ. ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. ყველაფერი გაჩერდა, ლხინი უბედურებად გადაიქცა“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები