საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
“ამ შეღავათით ჩვენ მნიშვნელოვნად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ის კომპანიები, რომლებიც ეწევიან მომსახურების ექსპორტს, მათი საქმიანობის არეალს მნიშვნელოვნად გააფაროებს” , – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
2017 წელს სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენები 13%-ით გაიზარდა.
2017 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციით 32 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2016 წელს გადაზიდულზე 0,9 მლნ ტონი ნაკლებია.