თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „ტყუილსა და სიგიჟეს” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებს.
როგორც ახალაიამ განაცხადა, მას უკრანასთან შეხება არ ჰქონია.
„მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“, უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები რატომ არ მქონია – ჯერ ერთი 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ”, – განაცხადა ახალაიამ „რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.