ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

ბაკურიანი 2025-ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილია. ახლა ყურადღების ეპიცენტრშია ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი, სადაც 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი რვა სახეობაში შეეჯიბრება ერთმანეთს, მათ შორის იქნებიან ქართველი მონაწილეებიც, რომლებიც სამ სახეობაში იასპარეზებენ. გახსნის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა ბაკურიანში – ეს იყო ქართული ტრადიციული ელემენტებით დატვირთული სანახაობა და კულმინაცია – სპორტსმენების აღლუმი ხორუმის ფონზე, რისთვისაც სპეციალურად 30 წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. ცერემონიას საქართველოს მთავრობის მეთაური, პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

https://www.facebook.com/watch/?v=1121062146465577&t=44

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მზია ამაღლობელზე – სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), მკაცრად გმობენ მზია ამაღლობელის 2 წლით დაპატიმრებას.„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე მოვუწოდებთ სრულად პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, - განაცხადეს მომხსენებლებმა.წერილში ასევე ნათქვამია, რომ მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს წელს გეგმავენ.ცნობისთვის, საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.

ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვრიდანაა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა. 

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების  ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლებები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება“, – ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

ასტრონომებმა უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

 ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა სამყაროს ყველაზე ადრეული შავი ხვრელი გამოავლინა, რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში მდებარეობს. ისინი დიდი აფეთქებიდან 500 მილიონ წელში უკვე არსებობდა, ანუ მათი სახით ვუმზერთ კოსმოსურ ობიექტებს, რომელთა ასაკიც 13.3 მილიარდი წელია. ეს კოსმოსის ევოლუციის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს.ავტორები აცხადებენ, რომ რამდენიმე უფრო ძველი სავარაუდო შავი ხვრელიცაა დაფიქსირებული, მაგრამ მათთან ასოცირებული სპექტროსკოპული კვალი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი მათგანის არსებობა არაა დადასტურებული. სპექტროსკოპიის მეთოდი სინათლის სხვადასხვა ტალღებად განცალკევებად გულისხმობს, რაც სხივების წყაროს მახასიათებლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.შავი ხვრელების მთავარი ინდიკატორი სწრაფად მოძრავი აირის ნაკადია, რომელიც წრიულად გადაადგილდება და მათში ჩაედინება. ამ პროცესში მსგავსი მატერიის სინათლე ჩვენთან დაშორებისას სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის, მოახლოებისას კი — ლურჯში. ეს სწორედ შავი ხვრელების "ანაბეჭდია", რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში აღმოაჩინეს. ამისთვის მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პროგრამა CAPERS-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული შავი ხვრელის მშობელი გალაქტიკა ამ ობიექტთა "პატარა წითელი წერტილების" ახალ კატეგორიას მიეკუთვნება. ისინი სამყაროს მხოლოდ პირველ 1.5 მილიარდ წელში ფიქსირდება, ძალიან კომპაქტური, წითელი და მოსალოდნელზე მეტად კაშკაშაა.მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს, ამიტომ იმედოვნებენ, რომ CAPERS-LRD-z9 პასუხების გაცემაში დაგვეხმარება. მაგალითად, უკვე გავიგეთ, რომ ამგვარი გალაქტიკების გამორჩეული ელვარების მიზეზი მათი ზემასიური შავი ხვრელებია და არა ვარსკვლავთა სიმრავლე. შავი ხვრელების სინათლეს მათ მიერ მიზიდული მატერიის გაცხელება და შეკუმშვა განაპირობებს, რაც ძალიან ენერგიული პროცესია.შესაძლოა, უკანასკნელი მიგნებით ისიც შევიტყოთ, თუ რატომაა ეს გალაქტიკები განსაკუთრებულად წითელი. არ გამორიცხავენ, რომ ეს შავი ხვრელების გარშემო თავმოყრილ აირის ღრუბელს უკავშირდებოდეს, რომელში გამავალი სხივებიც უფრო წითელ ტალღებში გადადის.აღსანიშნავია, რომ CAPERS-LRD-z9-ის შავი ხვრელის სავარაუდო მასა მზისას 300 მილიონჯერ აღემატება. ეს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების მასის ნახევარს უდრის. ახალგაზრდა კოსმოსში ასეთი უზარმაზარი შავი ხვრელის მიკვლევა მეცნიერებისთვის საინტერესოა, რადგან მას ამ ზომამდე გასაზრდელად საკმარისი დრო, წესით, არ უნდა ჰქონოდა.შესაძლოა, ეს მიუთითებდეს, რომ ადრეული შავი ხვრელები მასას უფრო სწრაფად იმატებდა ან თავიდანვე იმაზე დიდი იყო, ვიდრე ასტრონომიული მოდელები პროგნოზირებს.

ილია მეორე – ამქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას დიდებული ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ყოველთვის შეახსენებენ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია

ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში.კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ აღევლინება ლოცვები ელდარ შენგელაიასთვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს.„ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.ბატონმა ელდარმა, ისევე როგორც ათეისტურ პერიოდგამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა. ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქალბატონ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები