ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025

ბაიბა ბრაჟე – განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედებები საქართველოს მთავრობის რიგი წარმომადგენლების მიმართ, სიაში მოხვედრილი ადამიანები ვერ შეძლებენ შემოსვლას ლატვიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში

ევროკავშირის მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედებები, რაც მოიცავს სავიზო რეჟიმის ცვლილებებს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ მოგზაურობას ევროკავშირში უვიზოდ მათი დიპლომატიური სამსახურის პასპორტებით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მიზანმიმართული მოქმედება.

„ევროკავშირმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებული საქმიანობისკენ ან სააგენტოებისკენ. სამწუხაროდ, ისინი, ახლა რასაც ვხედავთ, პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში დემონსტრაციების თვალსაზრისით. მთავრობის რიგი წარმომადგენლები, ვინც ჩაახშო ეს მშვიდობიანი პროტესტები,  თავს დაესხა ჟურნალისტებს, ჩვენ ლატვიაში ჩავსვით სიაში. სიაში მოხვედრილი ადამიანები ვერ შეძლებენ შემოსვლას ლატვიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, არის ზეწოლა, მაგრამ ასევე ცხადად არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, მოსახლეობის ნების პატივისცემის შემთხვევაში“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება

რადიკალური ოპოზიციისთვის დამთავრებულია ყველაფერი, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ეკონომიკური, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის გარეთ იქნებიან თუ შიგნით, ამას არავითარი ფასი არ აქვს ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის. „რეალურად არაფერი ხდება, გახსოვთ, რომ წინა შემთხვევაშიც ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა ბოლომდე დარჩნენ დელეგიტიმაციის დღის წესრიგში. არავითარი ფასი, ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით იქნებიან, ამას არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, პარლამენტში იქნებიან თუ არ იქნებიან, ამას არ აქვს არც არსებითი და არც არაარსებითი მნიშვნელობა. რაც შეეხება მათ აქციებს, მათ აქციებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ზიანის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი რესურსი. ეს რესურსი ხუთ დღეში დავუმთავრეთ რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად ამ აქციებით ვერავითარ ნეგატიურ გავლენას ისინი ქვეყანაზე ვერ მოახდენენ. ხედავთ, რომ იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული, ისინი დღეში საშუალოდ 500 კაცის მოგროვებასაც ვერ ახერხებენ. არის მხოლოდ დაფინანსებული რესურსი, რაც გროვდება ყოველდღიურად ამ აქციებზე. დაფინანსებულს ვგულისხმობ, რომ ზოგი არის ენჯეოს აქტივისტი, ზოგი პარტიის აქტივისტი და ა.შ. აქა-იქ თუ შეიძლება, გამოერიოს დაუფინანსებელი აქტივისტი ამ აქციებზე. როცა 500 კაცზე მეტს ვერ კრეფ აქციაზე, ეს ნიშნავს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე აქტივი და ხალხი უბრალოდ არ მოდის შენს მიტინგებზე, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ერთი, რომ – პარლამენტში იქნებიან, არ იქნებიან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას და მეორე, ქუჩაში როცა ვერ ძალადობენ, ვერავითარ ზიანს ვერ აყენებენ ქვეყანას, ამიტომ დამთავრებულია ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, ყველა საფუძველია შექმნილი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება ეკონომიკური კუთხით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: “როცა 500 კაცზე მეტს ვერ კრეფ აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე აქტივი და ხალხი უბრალოდ არ მოდის შენს...

დამთავრებულია ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა საფუძველია შექმნილი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ეკონომიკური, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ‎LIVE“-ში განაცხადა. „რეალურად არაფერი არ ხდება, გახსოვთ, რომ წინა შემთხვევაშიც ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა ბოლომდე დარჩნენ დელეგიტიმაციის დღის წესრიგში. არავითარი ფასი, ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით იქნებიან, ამას არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, პარლამენტში იქნებიან თუ არ იქნებიან, ამას არ აქვს არც არსებითი და არც არაარსებითი მნიშვნელობა. რაც შეეხება მათ აქციებს, მათ აქციებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ზიანის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი რესურსი. ეს რესურსი 5 დღეში დავუმთავრეთ რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად ამ აქციებით ვერავითარ ნეგატიურ გავლენას ისინი ქვეყანაზე ვერ მოახდენენ. ხედავთ, რომ იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული, ისინი დღეში საშუალოდ 500 კაცის მოგროვებასაც ვერ ახერხებენ. არის მხოლოდ დაფინანსებული რესურსი, რაც გროვდება ყოველდღიურად ამ აქციებზე. დაფინანსებულს ვგულისხმობ, რომ ზოგი არის ენჯეოს აქტივისტი, ზოგი პარტიის აქტივისტი და ა.შ. აქა-იქ თუ შეიძლება, გამოერიოს დაუფინანსებელი აქტივისტი ამ აქციებზე. როცა 500 კაცზე მეტს ვერ კრეფ აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე აქტივი და ხალხი უბრალოდ არ მოდის შენს მიტინგებზე, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ერთი რომ პარლამენტში იქნებიან, არ იქნებიან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას და მეორე, ქუჩაში როცა ვერ ძალადობენ, ვერავითარ ზიანს ვერ აყენებენ ქვეყანას, ამიტომ დამთავრებულია ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, ყველა საფუძველია შექმნილი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება ეკონომიკური კუთხით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ხელისუფლებას არავითარი შანტაჟი არ აიძულებს, ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას

არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და აქედან გამომდინარე, რეალური არ არის სანქციების დაწესება. „ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვასილ მაღლაფერიძე – დიდი თანაგრძნობით ვართ გამსჭვალული მზია ამაღლობელის მიმართ და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჰუმანურობის, მიმტევებლობის, სამართლიანობის ბალანსით

დიდი თანაგრძნობით ვარ გამსჭვალული მზია ამაღლობელის მიმართ. საზოგადოებაც ვართ მსხვერპლი, ერთად მივედით ამ ვითარებამდე. ბევრი დადებითი მსმენია ამ ქალბატონზე. მოხდა ის, რაც მოხდა. საქართველოში არ მგონია, იმაზე ვკამათობდეთ, ერთმანეთს სილები უნდა გავაწნათ თუ – არა, არა მარტო პოლიციელს. ამავე დროს, როგორც ერთი ადამიანი, მთლიანობაში, ველოდები დიდ ჰუმანურობას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი არხის ყველა თანამშრომელი სოლიდარობის განწყობაზეა და სასურველია, საზოგადოება წავიდეს შერიგებისკენ, ერთმანეთის გაგებისკენ. „ნეტავ, პირველ არხს რამე შეეძლოს და საკითხის გადაჭრა ბანერის გადმოფენით და ჩვენი ლანძღვა-გინებით ეშველებოდეს. კი ბატონო, თუ ეს უშველის, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჰუმანურობის, მიმტევებლობისა და სამართლიანობის ბალანსის დონეზე. პირდაპირ ვთქვათ, ადამიანებს რა აწუხებთ, ერთი არის სამართლის სტანდარტი. ეს პოლიტიკური მიზნებისთვის კი არა, ჩვენი საერთო ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, არც სილა ვულაწუნოთ ერთმანეთს, არც საჭმელში ჩავუფურთხოთ და არც დედა ვაგინოთ. ამ თემაზე პირველი არხის დამუნათება ყველა იმ ადამიანის სინდისზე იყოს, ვინც ამას აკეთებს. მე ვფიქრობ, პირველი არხის ჟურნალისტები ძალიან ღირსეულად იქცევიან და ღირსეულად მოიქცევიან. პირველ არხს თუ ოდნავ რამე აქვს შესაძლებლობა, ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი. პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ეს დიდი ტკივილია და უნდათ, ეს საკითხი გადაიჭრას ჰუმანურ საფუძველზე. თუმცა, ამავე დროს ვამბობთ, რომ ჩვენ სილა არ უნდა გავარტყათ ერთმანეთს. ამ ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული. პირველ არხს რაც შეუძლია, თავის საქმეს ყოველთვის გააკეთებს, როგორც გაგვიკეთებია. მე რომ სულ არ ვიყო, ამას არც ბორდი სჭირდება და არც პარიტეტი. საბავშვო ბაღში არ ვართ, რომ ჩვენ ვინმე დავარიგოთ. არ სჭირდება, იმიტომ არის ძირითადი კოლექტივი აქ ერთად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, საქმის მოგვარებისთვის არ არის აუცილებელი ტემპერატურის აწევა. „იმედი ვიქონიოთ, რომ მთლიანობაში ჩვენში ჰუმანიზმი ძლევს და დავუბრუნდებით ადამიანურ საწყისებს, რომელსაც ჩვენ ოდნავ გადავუხვიეთ. ჩვენ დროზე გვჭირდება ადამიანურ საწყისებთან დაბრუნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი, გვარამია, სამადაშვილი შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს, არქივი არ იშლება, მათ არ აქვთ შანსი, დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ ტრამპის ადმინისტრაციასთან

სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. „მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს, არჩევნების დასრულების შემდეგ. მაშინ, რეალურად, გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს. რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა სცენარი. მაშინ, მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის ოთხიდან სამი წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია, მე-4 უბრალოდ მაშინ არ არსებობდა, როგორც ოპოზიცია, ისინიც იგივეს იტყოდნენ, დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება. ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, ერთადერთი არიან, ამერიკელი კუბილიუსი, ჯო უილსონის იმედზე, ეს არის და ეს, არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე, დაესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ, რომ მე-3 და მე-4 ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხვდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. რეალურად ეს არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დანარჩენი არის შიდა სამზარეულო, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოოდ დამარცხდება „დიფ სთეითი“, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები