ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

„ბავშვი იყო აფხაზეთიდან, სიმსივნით დაავადებული და გვთხოვეს, მიგვეღო ფონდში… ვკითხე ჩემს ქმარს, რომელსაც ახლობლები დაუხვრიტეს, რას ფიქრობდა ამაზე…“ – დედა თინათინის ამაღელვებელი ამბავი

ბერია ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, დედა თინათინი ესტუმრა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ და მაყურებელს გულისამაჩუყებელი ამბავი გაუზიარა:

„ბავშვი იყო სიმსივნით აფხაზეთიდან, თბილისში დასარჩენი არ ჰქონდა და გვთხოვეს, მიგვეღო ჩვენთან, ფონდში. მე ვარ სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე, ვეტერანი.

წამიერი პაუზა მქონდა. ვუთხარი, რომ გადმოვურეკავდი ორ წუთში. ეგრევე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მიგვეღო ბავშვი, მაგრამ ვკითხე ჩემს მეუღლეს, რომელსაც ახლობლები დაუხვრიტეს… გამომხედა და მკითხა, შენ რას ფიქრობო. ვუპასუხე, უნდა მივიღოთ-მეთქი, შენ რამდენად შეძლებ-მეთქი. მან მითხრა პირდაპირ, არც უნდა გეკითხაო.

ძალიან გამიხარდა და კიდევ დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჩემმა მეუღლემ და მივიღეთ ეს ბავშვი, იმ დღიდან, ბევრი აფხაზი გვყოლია, სოხუმიდან ახლა ბოშაც გვყავს. რა თქმა უნდა, ყველა ამ ბავშვზე ვზრუნავთ ზუსტად ისევე, როგორც ქართველ ბავშვებზე. მიხარია, რომ მათ უკვე ქართული ესმით. ერთმა ბავშვმა მითხრა, თურმე რა კარგი ხალხი ყოფილხართო…“

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი აცხადებს, რომ ოლიმპიადის გახსნაზე ჯეი დი ვენსის მისამართით უკმაყოფილო შეძახილები ევროპული ღირსების გამოხატულება იყო – „ჩვენ ძალიან ბევრი არცთუ სასიამოვნო სიტყვები მოვისმინეთ...

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მისამართით ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა ნაწილისგან უკმაყოფილების შეძახილებით გამოხატვა ევროპული ღირსების გამოხატულება იყო.ამის შესახებ კალასმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ჟურნალისტმა კალასს ჰკითხა, თუ რაზე მეტყველებს ოლიმპიურ ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც აშშ-ის ნაკრებისადმი მისალმებისას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მისამართით აუდიოტორიის ნაწილმა უკმაყოფილება შეძახილებით გამოხატა, და რას ამბობს ეს აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რაზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ჩვენ ძალიან ბევრი არცთუ სასიამოვნო სიტყვები მოვისმინეთ აშშ-სგან ევროპის მისამართით. და ცხადია, ჩვენს საზოგადოებას აქვს ღირსება, ევროპული ღირსება და ეს ჩანს“.

სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი

სამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენი წვრთნების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.ქვეყნის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის არმიის AH-1S Cobra-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს, გაპიონგის ჩრდილოეთ ოლქში, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.ეკიპაჟის ორი წევრი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ქვეყნის სამხედრო ძალების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი.როგორც მედია წერს, შემთხვევის შემდეგ სამხრეთ კორეის არმიამ ყველა AH-1S ვერტმფრენის ექსპლუატაცია შეაჩერა და ჩამოვარდნის მიზეზის გამოსაძიებლად საგანგებო რეაგირების ჯგუფი შექმნა.

სერგეი ლავროვი – რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა თავდასხმას ევროპა თუ დაიწყებს, ჩვენი მხრიდან იქნება სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება

რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა სამხედრო რეაგირებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.„ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაზე თავდასხმას, ამის აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ გვაქვს მოულოდნელად ევროპა თუ განახორციელებს ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მხრიდან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით“, – განაცხადა ლავროვმა.

ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც ათ წელზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი

მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც „ათ წელზე ნაკლებ დროში“ იქნება შესაძლებელი.მისივე თქმით, მარსზე მსგავსი გეგმის შესრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.მასკმა აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან, ხოლო მთვარეზე მოგზაურობა ყოველ ათ დღეში შეიძლება.„მათთვის, ვინც არ იცის, SpaceX-მა უკვე გადაიტანა ყურადღება მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან პოტენციურად ამის მიღწევა ათ წელზე ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაშინ როცა მარსზე მას 20+ წელი დასჭირდება. SpaceX-ის მისია იგივე რჩება: ცნობიერებისა და სიცოცხლის ისეთი სახით გავრცელება, როგორიც ჩვენ ვიცით, ვარსკვლავებამდე. მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან (მოგზაურობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა ყოველ ათ დღეში შეგვიძლია (მოგზაურობის ხანგრძლივობა ორი დღეა). ეს ნიშნავს, რომ მთვარის ქალაქის აშენება მარსზე გაცილებით სწრაფად შეგვიძლია. ამის მიუხედავად, SpaceX-ი ასევე შეეცდება მარსზე ქალაქის აშენებას და ამის გაკეთებას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს. უმთავრესი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა და ამისთვის მთვარე უფრო სწრაფია“, – წერს ილონ მასკი.

მებაჟე ოფიცრებმა ძვირადღირებული ავტომობილების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ,   დაახლოებით 5 მილიონი  ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის  ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ბოლო სიახლეები