შაბათი, მარტი 14, 2026

ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება

2025 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება – აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქრობ ორბანი აცხადებს.ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრელი ხალხი კვირას დაგეგმილ „მშვიდობის მარშზე“ მიიწვია.„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.მისი თქმით, „უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ“.„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, ხარგის კუნძულზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე ხარგის კუნძულზე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში  განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ნაღმებს ამონტაჟებდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაყენებას.ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება.გეოლოგები მუშაობენ დასკვნის პირველად ვერსიაზე, რაც მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. სტიქიის ზონაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში.12 მარტს ჩამოშლილი მიწის მასით 58 ჰექტარი ტერიტორია დაიფარა. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო, საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო 45 ოჯახი ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს.„ეს კვლევა საინტერესოა და, ზოგადად, ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ – საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც არის ამის გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები