ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.

როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.

მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები – გურამ მაჭარაშვილი

ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები - USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.„ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები - USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რევოლუციურ სცენარებს საქართველოში. USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები, დაარქვეს იქ „ნანუკას ფონდი“, იმის ფონდი და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები. როდესაც სახელმწიფოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ამ პროცესებს რომ აფინანსებ, ეს ბუნებრივი მომენტია, რომ, რა თქმა უნდა, გამოძიებას ამ ფონდთან გარკვეული კითხვები ექნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.დაყადაღებული ფონდები მმართველი გუნდის შეფასებით არეულობას აფინანსებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ძალადობას ახალისებდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ მომავალი არქიტექტორების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ - გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციას, რომელშიც 100-ზე მეტი სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა აღნიშნა, გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო და ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.„სივრცული კომპოზიცია არქიტექტურის არსია, ის არის მოცულობების, ფორმებისა და სივრცეების გააზრებული განლაგება, რათა შეიქმნას ჰარმონია და ესთეტიკური ღირებულება. ნებისმიერი სტრუქტურა, ყველაზე მარტივი საცხოვრებელი სახლიდან დაწყებული და ყველაზე რთული ურბანული ლანდშაფტით დამთავრებული, სივრცული კომპოზიციის პროდუქტია. ის განსაზღვრავს, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვურთიერთობთ გარემოსთან და გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებზე, კულტურულ იდენტობაზეც კი. დღევანდელი გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირველკურსელების ნამუშევრებში ასახულია მათი ცოდნა. თითოეულ ნამუშევარში ჩანს როგორ ახერხებს სტუდენტი ელემენტთა დაბალანსებას, როგორ მანიპულირებს შუქ-ჩრდილებით, როგორ გარდაქმნის აბსტრაქტულ იდეებს რეალურ ფორმებში. ეს არის ჩვენი, პედაგოგების მისია და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტები წარმატებით ივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას“, - აცხადებს დეკანი.სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს, პროფესორებს, სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას.როგორც დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ ღონისძიების გახსნისას განაცხადა, სტუდენტური გამოფენა, რომელსაც ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს, ხელს უწყობს მომავალი არქიტექტორებს, პროფესორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას.„სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულებები, მივიღოთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ამგვარად, ის მნიშვნელოვანი ხიდია აკადემიურ სამყაროსა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის. დღეს, როდესაც სტუდენტების ნამუშევრებს დაათვალიერებთ, მოგიწოდებთ, არა მხოლოდ აღფრთოვანდეთ ექსპოზიციით, არამედ დაფიქრდეთ სივრცული კომპოზიციის ღრმა მნიშვნელობაზეც. გაიაზრეთ, როგორ გამოხატავს ეს პროექტები იდეებს, როგორ იწვევს ემოციებს და როგორ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. პირველკურსელებს ვულოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც არქიტექტურული კარიერისკენ გადადგეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ცოდნა დიდ წარმატებას მოუტანს ახალგაზრდებს. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის - ჩვენ დღეს ერთად ვაფასებთ მომავალი არქიტექტორების კრეატიულობას, ინოვაციას და არქიტექტურული დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. წარმატებები!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ჭანტურიამ.სტუ-ის ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 30 მარტს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია – ვოლსკი

თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე, ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ეს ტრაგედია, არ გვესმის, - ასე აფასებს ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.„გულზე ხეთქავს ადამიანებს წარმატება. წარმატება, სპორტში იქნება თუ სხვა სფეროში, ეს არის გამოვლინება პოზიტიური ტენდენციებისა, რომელიც უკავშირდება მთავრობის საქმიანობას. იმიტომ არიან გიჟებად გადაქცეული და იმიტომ, არიან ისტერიკაში გადავარდნილები. ეს ყველაფერი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება. რასაკვირველია პრობლემები უამრავია, მაგრამ თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია?!“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შვედეთის პრემიერი – ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში საქართველო დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება

საქართველო ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.კრისტერსონმა აღნიშნული ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.„როგორც იცით, საკმაოდ ხშირად საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია და დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ და ეს არაერთხელ გამოვხატეთ სხვადასხვა გზით. ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან, სწორ მიმართულებასთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

რატი იონათამიშვილი გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: მოღალატეთა უცნაური კლასტერი ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში აქეთ იხდიან ასობით ათას, ზოგჯერ მილიონობით დოლარს

ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ასეულობით ათასი დოლარი საქართველოს წინააღმდეგ იხარჯება.„ეს ადამიანები მილიონობით დოლარს იხდიან ლობისტებში იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის მიმართ დეზინფორმაცია და ტყუილი გაავრცელონ. იქნება ეს კეზერაშვილი თუ გილაური, სინამდვილეში ეს არაფერს არ ცვლის. ისინი ერთ მიზანს ემსახურებიან. უბრალოდ, მოღალატეთა უცნაური კლასტერი ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში აქეთ იხდიან ასობით ათას, ზოგჯერ მილიონობით დოლარს. როგორც არ უნდა იმართლონ თავი, რა თქმა უნდა „ფარა“ მაღალი სტანდარტით იცავს გამჭვირვალობას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი - ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს ადასტურებს ნიკა გილაური.

ბოლო სიახლეები