აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე “ფასადური” კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ.
აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ.
“ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ტერორისტული მიზნებისთვის დაფინანსების უკანონო გადარიცხვას. იმის ფონზე, რომ სახაზინო დეპარტამენტი “ეკონომიკური მძვინვარების” ფარგლებში სისტემატურად ანგრევს თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას და ჩრდილოვან ფლოტს, ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, თუ როგორ მანიპულირებს რეჟიმი საერთაშორისო ფინანსური სისტემით ქაოსის დასატრიალებლად”, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მიდვანმა, სკოტ ბესენტმა.

