ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, მაშინ როდესაც მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკული და ისრაელის საჰაერო დარტყმების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა განაცხადა.
„მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამ არაჩვეულებრივ კონტრასტს იმ კომფორტსა და დაცვას შორის, რასაც ხედავთ ისლამური რესპუბლიკის უფროსი გენერლების, სულ მცირე, ცოცხლების, ღრმა ბუნკერებსა და ობიექტებში თეირანსა და მის შემოგარენში.
შეადარეთ ეს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ადგილზე არიან და დაუცველები არიან. გენერლები დაცულები არიან. ჯარისკაცები არ არიან დაცულები“, – განაცხადა ბრედ კუპერმა.

