აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 350 000-მდე ვენესუელელის დეპორტაციას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საუბარია პირებზე, რომელთაც მიგრანტის დროებითი დაცვის სტატუსი 2023 წელს მიანიჭეს.
ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს მათთვის ამ სტატუსის ჩამორთმევა სურდა, თუმცა სან ფრანცისკოს ფედერალურმა სასამართლომ ამ დადგენილებას ვეტო დაადო. უზენაესმა სასამართლომ კი ხელისუფლების დადგენილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ასევე დაანონსებული აქვს 500 000-მდე მიგრანტის დეპორტირება კუბაში, ჰაიტიზე, ნიკარაგუასა და ვენესუელაში. ეს მიგრანტები აშშ-ში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, 2022 წელს ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში მინიჭებული სტატუსით იმყოფებიან.