აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ. დემოკრატთა მცირე ჯგუფმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
ტეხასის სენატორმა, ჯონ კორნინმა დარბაზში შესვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტს, რითაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატების გარკვეულ ნაწილს საჭირო 60 ხმა დაუგროვდათ საპროცედურო კენჭისყრის გასავლელად. ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება დამტკიცებისთვის. ამ პროცესს შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

