პარასკევი, მაისი 30, 2025

აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო პარტია “ქართულ ოცნებასთან” კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს,” – ნათქვამია გავრცელებ ულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „ვაიმარის სამკუთხედს“ – აუცილებელია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, გეგმა კრიზისის დასაძლევად – ასევე, ქართველი ხალხი სანქციების გამკაცრებას მოელის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“.ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე განცხადებით, მათ მიმართვაში გაიმეორეს „ორი ურყევი მოთხოვნა - პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.„ჩვენ ერთობლივად მივმართეთ „ვაიმარის“ სამივე ლიდერს, რომლებმაც საქართველოს ხალხს 26 მაისი მიულოცეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ეს წერილი თქვენთვის გაზიარებული იქნება. ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც დღესვე მოითხოვს ყურადღებას ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ასევე, გავუმეორეთ ჩვენი მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც ურყევი რჩება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თავისი პირობებით. ის უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა მოითხოვს. ასევე, მოითხოვს ამ ქვეყნის სტაბილურობას, სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ მათ პირდაპირი მხარდაჭერა გვექნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიმართვის ტექსტს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.„ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერმინისტრს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ - განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლიდარობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს - ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში;სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული).ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას;ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება;საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად;სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად;პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს მაშინ, როდესაც პრინციპულ საერთაშორისო ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.გულწრფელი მადლიერებით, სალომე ზურაბიშვილი („წინააღმდეგობის პლატფორმაში“ შემავალი პარტიების სახელით - „დროა“, „ფედერალისტები“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“)“,- ნათქვამია მიმართვაში.

ნათია თურნავა – ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახა კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა

ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახა კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს გამოწვევებთან გამკლავება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.„საქართველოში დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდება, რაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე,“ – ნათია თურნავამ.ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

სალომე ზურაბიშვილი – სენატორ დეინსს შევხვდი, ის თბილისში მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია – მოისმინა ქვეყნის შიდა საკითხებისა და სტრატეგიული გამოწვევის შესახებ,...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით, ის საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინს შეხვდა.როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენატორს ქვეყანაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.„დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს და მას დაგეგმილი აქვს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არშესვლის საკითხი განიხილოს

ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.„ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია“, – განაცხადა კიტ კელოგმა ინტერვიუში.კელოგის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი, სულ მცირე, ოთხი ქვეყანა.„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია, დავასახელო ნატო-ს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა, 32 ქვეყნის თანხმობა“, – აღნიშნა კელოგმა.

თორნიკე გერლიანი: უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ “იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვსო”. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, გვეუბნებოდნენ, უკვე ცხინვალში არიან ჩვენები, კიდევ არ გჯერათ,...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი, კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.თორნიკე გერლიანის განცხადებით, მოსახლეობასთან მიდიოდა თანამშრომელი, პოლიციელი ჯარისკაცი, ვინც მათთან კარგად იყო და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სულ მალე ჩავიდოდნენ სოხუმში."აგვისტოში ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ბოლო სამი დღე დაიძაბა, როგორც კი დაიწყო ცხინვალში დაბომბვები, ჩვენც ახლა კონფლიქტურ ზონაში ვცხოვრობდით და წავიდა კითხვები აბა ახლა ჩვენთან რა იქნება, იმიტომ რომ, ჯარი არის ამხელა რაოდენობა, პოლიცია, არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ომ არ ჯობია ვისაც არ შეუძლია გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხომ არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, მაშინ როგორც ჩვენ გამოგვწიეს 92-93 წელში ჭუბერიდან. არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობს აბა რისთვის ვემზადებით ჩვენო , რისთვის ვართ აქ, რამე რომ მოხდეს ჩვენ ის კი არ გვაქვს გეგმა, რომ აქ დავრჩეთ აქ ვიყოთ კარგადო, ჩვენი ცოტა სხვაგან მივდივართო, ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას. ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად მოდიოდა ვიღაც პოლიციელი, თანამშრომელი, ჯარისკაცი, რომ ყველაფერი კარგად არის მალე ჩავდივართო ",-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.თეა წულუკიანის კითხვაზე აგვისტოს ომამდე წინა დეებში ახალი ძალა ხომ არ შესულა კოდორის ხეობაში თორნიკე გერლიანმა უპასუხა, რომ აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია და ყველანი თავის პოზიციებს იკავებდნენ."აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია. ყველანი იყვნენ თავის პოზიციებზე სიმაღლეები აღებულია. ერთი მთა არის მანდ დედუქეფთა, კოდორიდან რომ გადავდივართ შემოვლითი გზა არის და მთელ აფხაზეთს უყურებს ზემოდან, ძალიან კარგი სტრატეგიულია ადგილია, მანდ გზა გაიყვანეს 2006 წელსვე და ძალიან დიდი საზენიტო დანადგარები დაამონტაჟეს", - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.თორნიკე გერლიანის განცხადებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ეუბნებოდნენ, რომ მიხელ სააკაშვილს უკვე დალაგებული ჰქონდა ყველაფერი, ქართული ჯარი კი უკვე ცხინვალში იყო და რამდენიმე დღეში სოხუმში ჩასვლას შეძლებდნენ."ისიც კი იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ და თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებული არისო, თან ასე გვეტყოდნენ ხოლმე, რომ ყველაფერი ეს ჩვენთვის ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი, იმას ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო. როცა ვიძახდით, რომ აფხაზეთში არიან ყოფილი მეომრები, ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არიან ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, იმათი ძმები, როგორ იქნებიან ან შეხვედრა როგორ იქნება, ან ისინი ხომ არ დაყრიან იარაღს პირდაპირ, დალაგებულია მანდ? და ცოტა „წაპერესტრელკება“ იქნება, წაომებაო, მერე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებოდნენ აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდევ არ გჯერათო. ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო", - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ბოლო სიახლეები