შაბათი, ოქტომბერი 18, 2025

აღმოჩენილია გიგანტური „თვალის კაკალი“ პლანეტა, რომელიც შესაძლოა, საუკეთესო ადგილი იყოს სიცოცხლის არსებობისთვის

„ამჟამად ცნობილ ყველა ზომიერ ეგზოპლანეტას შორის, LHS-1140b შეიძლება საუკეთესო კანდიდატი იყოს, რომლის ზედაპირზეც, ერთ მშვენიერ დღეს, არაპირდაპირი გზით დავაფიქსირებთ თხევად წყალს და ეს ამის პირველი შემთხვევა იქნება მზის სისტემის მიღმა. ეს კი უდიდესი საეტაპო მოვლენა იქნება სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ ეგზოპლანეტათა ძებნაში“, — ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი შარლ კადიო.

LHS-1140b სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. მისი რადიუსი დედამიწისას 1,73-ჯერ აჭარბებს, მასა კი 5,6-ჯერ. მართალია, ის ჩვენს პლანეტაზე დიდია, მაგრამ არც იმდენად, რომ კლდოვანი არ იყოს. ამას გარდა, საკუთარ ვარსკვლავს იმაზე გაცილებით ახლოდან უვლის გარშემო, ვიდრე დედამიწა მზეს — ერთ შემოვლას სულ რაღაც 25 დღეს ანდომებს.

მისი ვარსკვლავი რომ მზის მსგავსი იყოს, ეს მანძილი ძალიან ახლოს იქნებოდა სიცოცხლისთვის. სამაგიეროდ, ეს ვარსკვლავი ცივი, მკრთალი წითელი ჯუჯაა და შესაბამისად, ეგზოპლანეტა მის სასიცოცხლო ზონაში ექცევა. ასე უწოდებენ მანძილს ვარსკვლავიდან, სადაც არც იმდენად ცივა, რომ პლანეტის ზედაპირზე წყალი გაიყინოს და არც იმდენად ცხელა, რომ აორთქლდეს.

მიუხედავად ამისა, ასეთი სიახლოვის გამო, პლანეტა მოქცევით იქნება ჩაკეტილი. ანუ, მისი ბრუნვის პერიოდი ორბიტულ პერიოდს ემთხვევა და ვარსკვლავისკენ მუდმივად ერთი მხარეა მოქცეული, ზუსტად ისე, როგორც მთვარის ერთი მხარე დედამიწისკენ.

სასიცოცხლო ზონაში მდებარეობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პლანეტაზე სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობაა. LHS-1140b-ის ქიმიური შემადგენლობის უკეთესად შესასწავლად, საჭიროა მის ატმოსფეროში შეხედვა, თუკი ასეთი საერთოდ აქვს. სწორედ ეს გააკეთეს კადიომ და მისმა კოლეგებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით.

ეს სისტემა ჩვენგან სულ რაღაც 50 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც საკმარისად ახლო მანძილია, რათა დეტალური ინფორმაცია შევაგროვოთ სინათლის იმ ცვლილების შესახებ, რაც ამ ეგზოპლანეტის თავის ვარსკვლავსა და ჩვენ შორის გავლისას ხდება. ვარსკვლავის სინათლის გარკვეული ნაწილი პლანეტის ატმოსფეროში გაივლის, რა დროსაც, ტალღის სიგრძეების ნაწილს ამ ატმოსფეროში არსებული ატომები შთანთქავს ან აძლიერებს. იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ტალღის სიგრძეებზე მოხდა ზემოქმედება, შესაძლებელია დადგინდეს, ზუსტად რომელი ატომებია ჩართული საქმეში. ნახეთ სრულად

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილაუეას ვულკანი, პერიოდულად, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა.

“გლდანის ციხე დედამიწაზე ჯოჯოხეთი იყო… ყველა ვიდეო-მასალა მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდა, საახლობლო წრესთან განიხილავდა თითოეული პატიმრის წამების ამბავს, იცინოდნენ, ხალისობდნენ” – სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე...

გადაცემა "ისტორია დეტალებში" უახლოესი წარსულის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს - "ციხის კოშმარს" მიეძღვნა. გადაცემაში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ძმამ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, თორნიკე მოლაშვილმა უმძიმეს დეტალებზე ისაუბრა.მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილმა ევროპულ სასამართლოს მიმართა, მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს აღნიშნული მიმართვა უკან გამოეწვიათ. სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოტანაზე ოჯახმა უარი განაცხადა, ამის შემდეგ კი თორნიკე მოლაშვილი დააპატიმრეს.თორნიკე მოლაშვილი გადაცემაში საკუთარი დაკავების დეტალებს და გლდანის ციხეში გატარებულ მძიმე პირობებს იხსენებს."წამიყვანეს და პირდაპირ მითხრეს, რომ სულხანმა დაწეროს განცხადება, სტრასბურგიდან სარჩელი გამოიტანოს და ხვალ დილით 10 საათზე იქნები სახლში. დაწეროს განცხადება, მოგვცეს ჩვენ და იმ განცხადებას ჩვენ მივხედავთო. წერდა სულხანი განცხადებას, უნდოდა, მაგრამ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მე გამომიშვებდნენ, არავინ არ იყო.აღმოვჩნდი გლდანის ციხეში. სასჯელის ნახევარი გავატარე გლდანის ციხეში, ნახევარი ე.წ. მატროსოვზე. გლდანის ციხე დედამიწაზე ჯოჯოხეთი იყო, ვერ აღგიწერთ. ევროპელი დამკვირვებლები რომ იყვნენ შემოსულები ციხეში, თქვეს, რას უშვრებითო ამ ხალხსო?ციხეში, სად შეიძლება სიჩუმე იყოსო? ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდი ისეთი სიჩუმე იყო ციხეში. სიკვდილის და სისხლის სუნი იდგა. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ციხიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ," - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.ასევე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა იმ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც მისი ძმა, პატიმრობის დროს, გარკვეული პერიოდი დაკარგულიც კი იყო."სულხანი 2-ჯერ, ერთხელ 5 დღით, მეორედ 7 დღით, საერთოდ დაიკარგა ციხეში, დაგვიმალეს. ე.წ. რეზბალნიციდან სად გადაიყვანეს არ ვიცოდით. მოვიარეთ მთელი საქართველოს ციხეები, არსად არ იყო, თურმე სამინისტროს ქვემოთ ციხე რომ არის, იქ ჰყოლიათ," - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების დროინდელი ციხეში მყოფი პატიმრების წამების ვიდეო კადრები მიხეილ სააკაშვილთან მიჰქონდათ, რომელიც ამ კადრებით ერთობოდა."ყველა ვიდეო-მასალა მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდა. ამას ყველაფერს აყურებინებდნენ, არამხოლოდ თვითონ, არამედ მის საახლობლო წრესთან განიხილავდა თითოეული პატიმრის წამების ამბავს, იცინოდნენ, ხალისობდნენ, ბედნიერები იყვნენ. ასეთი მთავრობა გვყავდა. მაგათთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანის წამება, სიკვდილი და სულში ჩაფურთხება სიამოვნებდათ. ამით ტკბებოდა, ვამპირი იყო," - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

ვიქტორ ორბანი: თუ ევროპას მშვიდობა სურს, მან სამხედრო გეგმებს უნდა გადახედოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თუ ევროპას მშვიდობა სურს, მან ომის გეგმებს უნდა გადახედოს.„თუ ევროპას ნამდვილი მშვიდობა სურს, მან სამხედრო გეგმებს უნდა გადახედოს და ყველაფერი გადაიაზროს. მშვიდობა უნდა დამყარდეს და ძალით გამყარდეს. დროა, ევროპა საღი აზრის გზას დაუბრუნდეს!“ - დაწერა ორბანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი კიდევ არ დაგვიბრუნდება ომით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის დონალდ ტრამპის პოზიციას ომის შეწყვეტის შესახებ.„მე ვფიქრობ, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს აშშ-ის მხრიდან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები.„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მხოლოდ აშშ-ს აქვს რუსეთზე რეალური ზეწოლის საშუალება. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ რუსეთი კიდევ არ დაგვიბრუნდება ომით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მანამდე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს“, – დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი: აშშ მძლავრ იარაღს აწვდის უკრაინას, რაც ამერიკის რეზერვებზე გავლენას ახდენს, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვინდა ამ ომის დასრულება, სწორედ ეს არის

“ჩვენ გვჭირდება „ტომაჰავკები“ და ბევრი სხვა იარაღი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში ვაგზავნით”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რა მოხდება თუ შეერთებულ შტატებს დასჭირდება „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები საკუთარი კონფლიქტისთვის.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე მძლავრ იარაღს აწვდის  უკრაინას, რაც ამერიკის რეზერვებზე გავლენას ახდენს.„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვინდა ამ ომის დასრულება, სწორედ ეს არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირი იხდის იარაღის საფასურს.დონალდ ტრამპის თქმით, მან უკვე რვა კონფლიქტი მოაგვარა, თუმცა ნობელის პრემია არ აინტერესებს.„როგორც ვიცი, არასოდეს ყოფილა პრეზიდენტი, რომელმაც ერთი ომი მაინც დაასრულა. ბევრი იწყებს ომებს, მაგრამ არავინ ასრულებს მათ,“ – განაცხადა ტრამპმა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმაც კი, გამოთქვა აღფრთოვანება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გამო.„გუშინ პუტინმა თქვა, რომ გაოცებული იყო, რომ შევძელით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება. მას ეს წარმოუდგენელი ეგონა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლო სიახლეები