სინგაპურელმა მკვლევრებმა ახალი სახეობა, გიგანტური იზოპოდი აღმოაჩინეს. ამ არსებას (Bathynomus vaderi) Star Wars-ის პერსონაჟის, დართ ვეიდერის სახელი უწოდეს.
B. vaderi გიგანტური იზოპოდების გვარის წარმომადგენელია. ის წყალში ცხოვრობს, მაგრამ ვიზუალურად ხმელეთის მწერს მოგვაგონებს.
იზოპოდის სიგრძე 32.5 სანტიმეტრია და ერთ კილოგრამს იწონის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არსება მარტივი შესამჩნევია, მაგრამ ჯერჯერობით ის მხოლოდ ვიეტნამის სპრატლის კუნძულებზეა დაფიქსირებული.
შთამბეჭდავი ზომის გარდა, ყურადღება მიიქცია არსების კუთხოვანმა თავმა, რომელიც ვარსკვლავური ომების ბოროტი ლორდის ჩაფხუტს წააგავს — აქედან მომდინარეობს მისი სახელიც.
კვლევა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.