სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

აქციაზე საქართველოს რუკა ჰქონდათ, იმ ეკრანის წინ ვინც იდგა, სწორედ ის ხალხია, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულად, ოკუპანტს ჩააბარეს, მათ შორის, კოდორი და ახალგორი – შალვა პაპუაშვილი

საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს, რამენაირად გაეღიზიანებინათ საკუთარი მხარდამჭერები.

„მინდა, წარმოგიდგინოთ შეჯამება ქართულ არჩევნებზე დეზინფორმაციული თავდასხმებისა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება.

ამავე დროს, გუშინ როდესაც დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს ვატარებდი, თურმე სად ხარ, რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი. ვნახეთ, პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ყველა აქ იყავით, ყველა ხედავდით, სინამდვილეში, სლაიდზე რა იყო ასახული, მედიამ ყალბ ამბად გაავრცელა ის, რაც, სინამდვილეში, არ იყო. თურმე რა დეზინფორმაციაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს ფერებზე ჰქონიათ სადავო. აქაც ვნახეთ ოპოზიციის მცდელობა, რაიმენაირად გაეღიზიანებინათ საკუთარი მხარდამჭერები, გუშინ აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. აქციაზე ეკრანზე საქართველოს რუკა ჰქონდათ, იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ, არ დაგვავიწყდეს, სინამდვილეში, რა ხალხთან გვაქვს საქმე.

ეს არის ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად, ოკუპანტს ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, რომელიც 2008 წლამდე იყო საქართველოს სრული იურისდიქციის ქვეშ და ამ ტერიტორიებზე სრულად ვრცელდებოდა ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება.

მათგან ასეთი სახის მანიპულაციები კიდევ უფრო ამორალურია. ასეთ სპეკულაციებზე მიდის ხალხი, რომელმაც დაუშვა ეს ოკუპაცია, რომლებმაც შემდეგ საკუთარი მოქალაქეობა დათმეს, რათა წასულიყვნენ და უკრაინელი პოლიციელის ფორმა ჩაეცვათ, როგორც ხატია დეკანოიძეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში ყველა ოლქში, 30-ვე ოლქში დააყენა დელეგატი, რომელიც იყო გათვალისწინებული ჩვენს სიაში, რომლებიც იყვნენ ადგილობრივები, წარმოადგენდნენ რეგიონს, რომელთანაც იდენტიფიცირებას ახდენდა იმ რეგიონის მოსახლეობა. ეს შეეხება, მათ შორის თბილისს. როგორც იცით, თბილისი დაყოფილია ოლქებად და აქაც, ჩვენ ყველა ოლქში გვყავდა წარმოდგენილი კანდიდატი და ოპოზიციას არც თბილისში არ ჰყავდა წარმოდგენილი კანდიდატი. ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ ატარებდა საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, აქ ვგულისხმობ თბილისსაც. არც თბილისში ატარებდნენ კამპანიას. გაიხსენეთ, რამდენი შეხვედრა ჰქონდათ მათ ისანში, სამგორში, საბურთალოზე, თუ სხვაგან –  დადიოდნენ და ხვდებოდნენ თუ არა მოქალაქეებს ამ პარტიის წარმომადგენლები და რა სიხშირით.

ჩვენ ყველა რეგიონსა და ოლქში გვყავდა დელეგატი, მეორე – გვქონდა რამდენიმე კარდაკარი, რომელიც ჩავატარეთ. 5000-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს ჩვენმა დელეგატებმა. საშუალოდ, ერთ დელეგატზე 170 შეხვედრა მოდიოდა და სრულად იყო დაფარული საარჩევნო ოლქები ჩვენი დელეგატების სახით. ოპოზიციას არც ერთ ოლქში დელეგატი არ ჰყავდათ.

გამსვლელ სიაში არ ჰყავდათ რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ მიიღეს მხარდაჭერა, თუნდაც მარნეულში, ახალქალაქში თუ ნინოწმინდაში. როგორ აპირებდნენ, როდესაც ისინი არც კი ჩასულან იქ, რომ ესაუბრათ მოქალაქეებთან და არც საკუთარ გამსვლელ სიებში არ ჰყოლიათ ამ რეგიონის წარმომადგენლები. მათ შორის, ეს ყველაფერი ეხება თბილისსაც, არც თბილისის ოლქებში ჩაუტარებიათ კამპანია. ამიტომ, ეს არის სიმართლე, რომლისგანაც უნდოდათ გუშინ თვალი აერიდებინათ, მაგრამ ასე უნდა უყურონ ყოველდღე. ერთი, უყურონ ამ რუკას, სადაც, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული, როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არმყოფი ტერიტორიები და ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ შემდეგ, ასე პათეტიკურად დროშას უშვებდა ეკრანზე და დროშის წინ იდგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება არის, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებულია, მათ შორის, კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე გაგვცენ და აგონ პასუხი, შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ, გააღიზიანონ საკუთარი მხარდამჭერები, თუმცა ვნახეთ, რომ ესეც არ გამოუვიდათ და გუშინ მიიღეს საკადრისი პასუხი საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ვნახეთ ბოლოს რომ დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩებში სეირნობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაატა კვიჟინაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას

მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. - წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დელეგატი, პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში. მისი გამცხადებით, ხალხის ნების გარეშე, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება. კვიჟინაძე აღნიშნავა იმასაც, რომ არჩევმებამდე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს, ერთ დღეში კი მათ პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ისინი არ გაიმარჯვებენ. “მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. თუ ხალხის ნება არ არის, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება, ასე იყო ყოველთვის, როდესაც კომუნისტები დამარცხდნენ ეროვნულ მოძრაობასთან. (მე მაშინ შტაბის უფროსი ვიყავი საჩხერეში). იგივე იყო შევარდნაძე და იგივე იყო სააკაშვილი. მიუხედავად წარმოუდგენელი დაშინების, შანტაჟისა და დიდი ფულის ხარჯვისა, მაინც დამარცხდნენ. ყველას გვახსოვს 2012 წელი. როდესაც რეალური ეროვნული ოპოზიცია გამოჩნდება, ქართველების ინტერესების დამცველი „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება. ეს ნორმალურია, რასაც ხშირად ამბობს თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარეც. ამ ეტაპზე ასეთი არ არსებობს. არცერთ პარტიას 10 %_ზე მეტი რეიტინგი არ აქვს. ოპოზიციასთან კამათს აზრი არ აქვს , შემიძლია ვთქვა ერთი,  კანდიდატ ქვეყნებში, უკრაინაში არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა. მოლდოვაში -ჩატარდა უამრავი დარღვევებით, მათ შორის ისეთები, რაც საქართველოში წარმოუდგენელია. მაგალითად: წამყვანი კანდიდატის ჩახსნა, ოპოზიციური მედია საშუალებების შეზღუდვა-გაუქმება, ბარიერების შექმნა დნესტრისპირეთში. სხვადასხვა მიდგომა სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით. ასევე თუ ავიღებთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას ა.შ.შ-ს ერთი დღით ადრე მოსახლეობის მესამედზე მეტმა წინასწარ მისცა ხმა, უმეტესად ფოსტით. აღარ ვსაუბრობ სხვა მოვლენებზე. წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო!. საქართველოში არჩევნების წინ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელია (ამის კადრები ბლომად არის ინტერნეტ სივრცეში). ერთ დღეში შეიცვალნენ და რეალურად  ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთო, ამიტომ რაც არ უნდა გაკეთდეს ისინი არ დაეთანხმებიან, თავად თუ არ გაიმარჯვეს. ოპოზიციამ თავისი  კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები მაინც შეიცოდონ, მათ ხომ საუკეთესოებს არჩევდნენ და ყველა უბანზე ათეულობით იყვნენ წარმოდგენილი. გამოდის, რომ მათ ან გაყიდეს ან ვერ გაიგეს რა მოხდა. მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას. დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შემდეგ მოხდება პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და ბიუჯეტის მიღება. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას წარმოაჩენენ თითქოს ეს კარგია, სინამდვილეში იძულებითი გზაა, როდესაც ვერ აყალიბებ მყარ უმრავლესობას, როგორ შეიძლება რამოდენიმე პარტია , რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და სოციალურ საკითხებზე, ერთად კარგად მუშაობდნენ. ზოგადად კოალიციური მთავრობა საზღვარგარეთიდან ადვილი სამართავია და გართულებულია გადაწყვეტილებების მიღება. მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს ვინც იღებს - ამერიკის შეერთებული შტატები, კოალიციური მთავრობა არ არსებობს. კოალიცია გაამართლებდა იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით ერთი პოზიციის პარტიები ერთიანდებიან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.” - წერს პაატა კვიჟინაძე.კვიჟინკვიჟინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი. სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით. „სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, - აცხადებს ნატო ქათამაძე. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენთაგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“. სტუ-ის ინფორმაციით, „ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე დაამტკიცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები. დავით მახვილაძემ, რომელსაც სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, 31 ოქტომბერს მოუსმინა, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, თანამდებობაზე ყოფნის განვლილი 4 წლის განმავლობაში მხარდაჭერისა და აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც დავით მახვილაძემ კენჭისყრის პროცედურამდე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. „ჩემთვის საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. ჩემი, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილის სამოქმედო გეგმას - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო აღიარება”, რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭომ მოუსმინა. დღეს კი თქვენს წინაშე წარმოვადგენ პროგრამას, რომელიც აერთიანებს სასწავლო და კვლევითი პროცესის, სასწავლო და კვლევითი გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მაჩვენებლის მუდმივი გაუმჯობესების მიზნებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმატებით გააგრძელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას”, - აღნინა თავის გამოსვლაში დავით მახვილაძემ. სტუ-ის ინფორმაციით, წარმომადგენლობითმა საბჭომ დავით მახვილაძის მოხსენება დადებითად შეაფასა და მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

ნიკა მელია – იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმები თუ არ აგვეჩეჩება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ყოველდღიურად ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის ქუჩებში პროტესტი იქნება ყოველდღიური. აღნიშნულის შესახებ ნიკა მელიამ სპორტის სასახლესთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, მადლობა ამ ჟინისთვის. ყოველ დღე, რითიც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ. ყოველდღიურად, იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმები თუ არ აგვეჩეჩება, დაგვაწვიმდება თუ არ დაგვაწვიმდება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს, დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით უკვე, არა მხოლოდ სიმართლით და ღირსებით, ჩვენი სიმრავლით, დემოკრატიულად არ მოვგუდავთ. ეს არის ამოცანა და მიზანი. მადლობა, გელოდებით ხვალ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ირაკლი ზარქუა: გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში როგორც დასავლეთთან, ისე აშშ-თან გაუგებრობა დასრულდება

ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში როგორც დასავლეთთან, ისე აშშ-თან ეს გაუგებრობა დასრულდება, ისევე, როგორც ომი დასრულდება ჩვენს სამეზობლოში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ. „ამის შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქვეყნის განვითარების იმ მოდელს შემოგთავაზებთ, რაც არის ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი - ქართული ღირებულებებითა და ღირსებით ევროპისკენ. ამას ჩვენ შევასრულებთ, ამ პროცესში ჩვენ შედეგიც გვაქვს: ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალიო ვაჭრობა ევროკავშირთან. ასევე ველოდებით, რომ აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა გვექნება. გარკვეული ჯგუფები აქაურმა უსამშობლოებმა შეცდომაში შეიყვანეს, რომ აქ რევოლუციას განახორციელებდნენ. ყველა დარწმუნდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომ ამათ რესურსი არ აქვთ და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ბოლო სიახლეები