თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტამდე მოცეკვავეების მარში გაიმართა.
აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი მოცეკვავეები, ასევე რიგითი მოქალაქეები.
მსვლელობის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობამდე ხორუმით გადაადგილდებოდნენ, ხელში კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ.