პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს. „აქსიოსი“ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი სამხედროებს გაგზავნას თუ გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში აშშ-ს ჯარისკაცების რაოდენობას.
მაღალჩინოსნის თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია „სერიოზულად მზადდება“.
როგორც „აქსიოსი“ წერს, გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ და ჯარისკაცები არა რეგიონში აქამდე გაგზავნილი ქვედანაყოფებიდან, არამედ სხვა საბრძოლო ქვედანაყოფებიდან იქნებიან.

