ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026

აუდიტის დასკვნა: ნარმანიას მერობის პერიოდში დარგული ხეების მესამედი გახმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015–16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. ამის შესახებ ნეტგაზეთი წერს.

აუდიტის სამსახურის კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში გამწვანების საქალაქო სამსახურმა 24 730 300 ლარი დახარჯა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე დარგო.

აუდიტის სამსახური  აცხადებს, რომ პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია ხარვეზები.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მიხედვით, 2015 წელს თბილისის მერიამ მთავრობას წარუდგინა პროექტი, რომ წლის განმავლობაში დარგავდა 400 000 ხე-მცენარეს, მათგან 200 000-ს გაზაფხულზე, ხოლო 200 000-ს – შემოდგომაზე.

გაზაფხულზე თბილისის მთავრობამ შეისყიდა 72 043 ხე-მცენარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მესამედი დარგო იმ ხეებისა, რაც უნდა დაერგო გაზაფხულზე, ხოლო საშემოდგომო რგვებზე მერიამ შეისყიდა 326 100 ხე-მცენარე და სულ დარგო 398 143 ხე-მცენარე.

ანგარიშის მიხედვით, ნარგავები, ძირითადად, გაშენებულია თბილისის დენდროლოგიური პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივად დაიხარჯა 826 400 ლარი.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც 2015 წელს მთავრობის განკარგულების ფარგლებში გაშენდა 326 100 ძირი ხე-მცენარე.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ შპს „თბილისის პარკებს“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი განკარგულებებით დაავალა დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარედ, ასევე სხვა უბნებში დარგული ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა და მოვლა-პატრონობა.

ამაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პირობებში მერია მიდის სწორი მიმართულებით და რეფორმები, რომლებიც წამოიწყეს კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით,  სწორია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძე – მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მადლობა მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის

მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.სარჯველაძემ მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.„მინდა, შევუერთდე მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მადლობა პრემიერ-მინისტრს პირადი ჩართულობისთვის. დიდი ხანია, რაც ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესი დღევანდელ დღემდე მოსულიყო. მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ყველაფერთან დაკავშირებით ექნება სრული ინფორმაცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კობახიძის თქმით, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.„დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც დაიწყება უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბოლოოდ, საერთაშორისო სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შესაძლოა აღარ იყოს: „რამდენად ძლიერი ხარ?“ არამედ – „რამდენად სურთ სხვებს შენთან ერთად ყოფნა?“

დღეს, როდესაც პროფესორ ჯონ მირშაიმერის გამოსვლას ვუსმენდი თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ კონფერენციაზე, ჩემი ყურადღება ერთმა ამბავმა მიიპყრო: გერმანიამ ვერ მოიპოვა საჭირო ხმები გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრობისთვის. ამ ცნობამ კიდევ ერთხელ გამიჩინა ძველი კითხვა: რა არის დღეს საერთაშორისო სისტემაში გავლენის, ავტორიტეტისა და აღიარების რეალური საზომი? ნუთუ ეკონომიკური ძალა და პოლიტიკური წონა საკმარისია გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად? თუ სახელმწიფოები საერთაშორისო კენჭისყრების დროს უფრო ფართო ფაქტორებსაც ითვალისწინებენ — საგარეო პოლიტიკას, დიპლომატიურ მიდგომებს, ნდობის შექმნის უნარსა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის აღქმებს? შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი ძალაუფლების ტრადიციულ მაჩვენებელთა მიღმა უნდა ვეძიოთ. დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ლეგიტიმურობა, დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და კონსენსუსის შექმნის უნარი ის კაპიტალია, რომელიც ზოგჯერ „მყარ ძალაზეც“ კი უფრო ეფექტიანად მოქმედებს. მართლაცდა, რატომ?

ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის რეგიონში, ქალაქ მედულინთან ახლოს მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.ინფორმაციას ხორვატიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Hina პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.მედიის ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი გერმანიიდან ხორვატიის მიმართულებით მიფრინავდა.ადგილობრივმა პილოტმა, ნიჯაზ დელიჩმა საინფორმაციო პორტალ Index-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი „ჰაერში სპირალურად შემობრუნდა და მიწას შეეჯახა“.

შალვა პაპუაშვილი – გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან

დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით.„ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს უნარი, იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, სწორად შეაფასოს გარემო და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები. საქართველოს არჩევანი სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით. გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან. ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრების, კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე. საკმარისია, გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქება-დიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც „დაგეხმარებიან“ და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზეც თვალს დაგიხუჭავენ. სამაგიეროდ, ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, სტიგმატიზირდება, ბათილდება და იდევნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები