შაბათი, მაისი 10, 2025

ასოცირების საბჭო: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

„ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, – გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები