ორშაბათი, მარტი 3, 2025

ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ფეხბურთში ახალი წესი შემოიღო, რომლის მიხედვითაც, მეკარეებს ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამით შეეძლებათ

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ბელფასტში გამართულ ყოველწლიურ შეკრებაზე გადაწყვიტა, ფეხბურთში მეკარეებისთვის ახალი წესი აამოქმედოს, რომლის მიხედვითაც, მათ ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამის განმავლობაში შეეძლებათ.

თუ მეკარე ბურთით ხელში 8 წამზე დიდხანს გაჩერდება, მატჩის მთავარი არბიტრი მეტოქე გუნდს კუთხურის ჩაწოდების უფლებას მისცემს.

IFAB-ის ცნობით, აღნიშნული წესი ოფიციალურად 2025/2026 წლის საფეხბურთო სეზონიდან შევა ძალაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს რეგულაცია რამდენჯერმე შეამოწმეს და მნიშვნელოვნად იკლო მეკარეთა მხრიდან დროის გაყვანის მცდელობამ.

ამჟამად არსებული რეგლამენტის მიხედვით, მეკარეს ბურთის ხელში დაჭერა 6 წამის განმავლობაში შეუძლია, გადაცდენის შემთხვევაში კი თავისუფალი დარტყმა ინიშნება მეტოქის სასარგებლოდ. ძირითადად, მსაჯები ამ წესის სრულფასოვნად აღსრულებისგან თავს იკავებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს, გახსოვდეთ ეს, როდესაც დემოკრატები კრიტიკით გამოდიან და ყალბი მედია...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთს უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა.როგორც ტრამპი აღნიშნავს, სუსტი დემოკრატიები კრიტიკით გამოდიან, ყალბი მედია კი მათ ნათქვამს ავრცელებს.„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს. გახსოვდეთ ეს, როდესაც სუსტი და არაეფექტური დემოკრატები კრიტიკით გამოდიან და ყალბი მედია სიამოვნებით ავრცელებს ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ“, – წერს ტრამპი.

კახა კალაძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტი ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კომიტეტებში იწყებს, ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია.„დღეს სატელევიზიო მაუწყებლობა გაჯერებულია სიცრუით. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცრუობენ კონკრეტული ტელევიზიები. მათი დღის წესრიგი მთლიანად აგებულია ტყუილის ტირაჟირებაზე და ამის შემდეგ შენ გიწევს იმის მტკიცება, რომ მართალი ადამიანი ხარ. ყოველგვარი სიახლის მოგონების გარეშე, გადავწყვიტეთ, გადმოვიტანოთ ბრიტანული მოდელი. თუ გვინდა განვითარება და წინსვლა, შესაბამისად,  გვექნება ის დამოკიდებულება, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში. ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით,  შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს სიცრუის ის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება.„ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებაში მოხდეს დაპირისპირება, პოლარიზება და ეს უნდა შევაჩეროთ კანონით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება ე.წ. ამერიკულ კანონს, თბილისის მერის განცხადებით, ის საჭიროა იმისთვის, რომ უცხოური დაფინანსება იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალური ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა, ხუმრობდნენ და მაქსიმალურად სურდათ, გაენეიტრალებინათ ჩვენი განცხადებები, თუმცა ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტიაც“ და დღეს აშშ-ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ებრძვის მას. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება პირდაპირ აისახება საქართველოსთან დამოკიდებულებაზე.„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგადაც ჩანს, როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალური ომის პარტიას“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლით ვიგრძნობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებას. შედეგად, ურთიერთობები დალაგდება და აღარ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყველა მათი განცხადება მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნისკენ. ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა –  რევოლუციების მცდელობები, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებები, პოლარიზაციის გაღვივებისთვის ტელევიზიების გამოყენება – ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა. ამიტომ გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოროტების მანქანა, რომელიც მოქმედებს წლების განმავლობაში და რაზეც ასეულობით მილიონია დახარჯული, მიზნად ისახავდა უსამშობლო ადამიანების ჩამოყალიბებას აგენტურის სახით, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომაც ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი

უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, შეზღუდულია ოპოზიციაც, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.გაბარდის თქმით, ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგული თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ.„პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს სამწლიანი სისხლიანი ომის დასრულების გადაუდებელ აუცილებლობას. მან დაამტკიცა, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია, ამის გაკეთება. პრეზიდენტ ზელენსკის განსხვავებული მიზნები აქვს. მან განაცხადა, რომ სურს ომის დასრულება, მაგრამ იგი მხოლოდ ისეთ დასასრულს მიიღებს, რაც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თუნდაც ეს მესამე მსოფლიო ომის ან ბირთვული ომის ძალიან მაღალი ფასის ხარჯზე მოხდეს“ – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.ამასთან, ინტერვიუში გაბარდმა განიხილა თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობაში უზარმაზარი განხეთქილების მიზეზი გახდა„ზელენსკიმ პირდაპირ გამოწვევა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს მედიისა და ამერიკელი ხალხის წინაშე, რითაც ნათლად გამოავლინა რეალური, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესის ნაკლებობა. ბევრი საუბარი მიმდინარეობდა სხვადასხვა ემისრების მეშვეობით, როგორც ზელენსკისთვის, ასევე პრეზიდენტ ტრამპისთვის, ოვალურ კაბინეტში ვიზიტამდე. პრეზიდენტ ზელენსკის მყისიერი ესკალაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ მოულოდნელი იყო“, – აღნიშნა გაბარდმა.შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, აუცილებელია, მხარეები დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისი თქმით, სავარაუდოდ, არცერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი მიღებული შედეგით. გაბარდმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნების პოლიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად ემხრობიან დემოკრატიულ ღირებულებებს.„ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგულნი თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვა მიუნხენში. სხვადასხვა მაგალითებია იმისა, თუ როგორ ახორციელებენ ხშირ შემთხვევაში ეს ევროპელი პარტნიორები და ხანგრძლივი მოკავშირეები პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას. ეს აჩვენებს, რომ ისინი რეალურად არ უსმენენ ხალხის ხმას და ახორციელებენ ანტითავისუფალ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ ამას გაერთიანებულ სამეფოში. ვხედავთ ამას გერმანიაში. ვნახეთ ეს არჩევნების გაუქმებით რუმინეთში“, – განაცხადა გაბარდმა.ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები იდევნებიან, მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი არსებობს და იზღუდება რელიგიური თავისუფლება.„ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ამ ევროპულ ქვეყანასა და თვითონ ზელენსკიზე, რომლებიც აცხადებენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, როდესაც რეალურად რასაც ვუყურებთ ამ ქვეყნებში, ისევე უკრაინაში, ზუსტად საპირისპიროა. უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკრძალულია, ან კიდევ კრიმინალიზებულია, ან ციხეში არიან ჩასმული. არსებობს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, ეკლესიები დახურულია. პოლიტიკური ოპოზიცია შეზღუდულია. არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი სია იმ საკითხებისა, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების წინააღმდეგაა. ამიტომ, იბადება კითხვა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, ისინი მართლაც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან – ეს ნათელია, მაგრამ, სინამდვილეში, რისთვის იბრძვიან ისინი? მართლა შეესაბამება თუ არა მათი ღირებულებები იმას, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ემთხვევა ჩვენსას? ემთხვევა თუ არა ისინი იმ პრინციპებს, რასაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი – თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების პრინციპებს?“- აღნიშნა ტულსი გაბარდმა

გია ვოლსკი – მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს, შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს

მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტებით სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.„რეალობა გვიჩვენებს, რომ მედიის მხრიდან მოვლენების გაშუქება იმისთვის არ ხდება, რომ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს. ეს კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი კონსპირაციაა – ხშირად აქცია იმისთვის არის, რომ გაშუქდეს. ეს წინასწარ მოლაპარაკებული აქციაა, რომელიც უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, მედია გაშუქებით და მეორე მხრივ, პროცესების რადიკალიზაციის ერთმანეთთან დამთხვევით. სახელმწიფო ამ კონსპირაციას რაღაც რესურსით უნდა დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხავი პროცესები დაიწყება. როდესაც მედია ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას იმისთვის, რომ ეს შემდეგ სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს.სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება. წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ტყუილი და რაც მთავარია, სიცრუე არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ამის რეგულირება შეიძლება იმ სტანდარტის დაცვით, რასაც განვითარებული დემოკრატიების და ევროპული სტანდარტი ჰქვია. კანონპროექტებს როცა წარმოვადგენთ, ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო

ჩემი აზრით, ღალატის მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, ისე გაასამართლო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.იაგო ხვიჩიას „სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების საკითხზე დაუსვეს კითხვა.„საერთოდ არ ვიცი, რას გულისხმობენ ამაში და როგორ აპირებენ მის განმარტებას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ახლაც სავსეა ისეთი მუხლებით, რომლებიც კონკრეტული ქმედების გამო შეუსაბამოდ მაღალ სასჯელებს აწესებს. ზოგადად, მორალური შეფასება, რომ ვიღაც მოღალატეა თუ არ არის მოღალატე, ჩემი აზრით, არ არის მთავრობის საქმე. მთავრობის საქმეა კონკრეტული ქმედება, დისპოზიცია, რომელიც ასაკრძალია, აკრძალოს. ჩემთვის უცნობია, რა ახალი დისპოზიცია ემატება სისხლის სამართლის კოდექს, რომლითაც საბოლოოდ უნდა მივიღოთ ღალატის შემადგენლობა. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს იქნება მუხლი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი ტიპის მუხლები –  რასაც გინდოდა, იმას მოარგებდი და რაც გინდოდა, იმ ქმედებას შეიყვანდი შიგნით. ჩემი აზრით, ასეთი ზოგადი და საშიში მუხლი ინსტრუმენტადაა შემოღებული, რათა შემდეგ, როცა გინდა, ვინც გინდა, როგორც მოღალატე, გაასამართლო, თორემ ისე კონკრეტულად არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები