უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის“ ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს.
როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ ორ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, აშშ აპირებს, უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდოს.
გამოცემის ცნობით, დღეს თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.
„ჩვენი გზავნილი მკაფიოა: საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს.