ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უკვე გამოასვენეს სახლიდან და ის წეროვანში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაჰყავთ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაგრძელდება. მას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ნაწილი ტერიტორიული საკითხია, რაც ომის დასრულების მთავარი ბარიერს წარმოადგენს

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორია რჩება, ეს ომის დასრულების მთავარი ბარიერია, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც უიტაკერმა აღნიშნა, ვაშინგტონი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საბრძოლო მოქმედებების დასრულების საკითხში.ელჩის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შემუშავება, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და ამავდროულად, მათ მხარდაჭერას მოსკოვი შეძლებს.„ეს არის ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჟენევაში პროდუქტიული მოლაპარაკებების მოლოდინია. თუმცა, ცხადია, ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზა, რათა შეთანხმდნენ ამ ომის დასრულებაზე“, – აღნიშნა უიტაკერმა.

პერუს კონგრესმა პრეზიდენტი ხოსე ხერი თანამდებობიდან გადააყენა

ჩინელ ბიზნესმენებთან ფარული შეხვედრების გამო, პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტი ხოსე ხერი თანამდებობიდან გადააყენა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„როიტერის“ ცნობით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 75-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგი იყო.პერუს კონსტიტუციის თანახმად, კონგრესმენები ახალ ლიდერს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.როგორც გამოცემა წერს, ხოსე ხერი პერუს რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც კონგრესმა თანამდებობიდან გადააყენა.ხოსე ხერიმ პერუს პრეზიდენტის თანამდებობაზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ყოფილ პრეზიდენტს, დინა ბოლუარტეს ქვეყანაში ძალადობის ზრდის ფონზე იმპიჩმენტი გამოუცხადა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია.ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს.ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 11:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ელისო კილაძის დაკავებას უკავშირდება.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია, „ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია.„ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი.ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა  იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები.შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც მთავარია, სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა – ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, ვუსურვებ მას  ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – წერს კახა კალაძე.

ჯეი დი ვენსი – მოლაპარაკებებისას ნათელი გახდა, რომ დონალდ ტრამპის დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და გათვალისწინებას არ ცდილობენ

მოლაპარაკებებისას ნათელი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.მისი შეფასებით,  გარკვეული თვალსაზრისით, მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.„ჩვენ ძალიან გვსურს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს საკითხი მოვაგვაროთ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით, თუმცა პრეზიდენტს მაგიდაზე ყველა ვარიანტი აქვს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გარკვეული თვალსაზრისით კარგად წარიმართა. შეთანხმდნენ კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, თუმცა სხვა მხრივ, სრულიად ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ“, – განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანის მთავრობისგან ელოდება დეტალურ წინადადებას, რათა იმსჯელონ ორი მხარის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე.ცნობისთვის, დღეს ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ბოლო სიახლეები