აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშ ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღებაა გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭვირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. გასული 10 წლის განმავლობაში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ის მოქალაქის ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭვირვალობის კუთხით. ხაზგასმულია, აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად Pace ტერმინალისთვის და ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები. “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისში პოლიციამ დემონსტრანტები კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად, 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება მოხდება თანაბრად.მისი თქმით, ცვლილება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.„გვქონდა ასეთი მოცემულობა – ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იმავე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები.ამასთან, რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდათ ავტორიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ სწავლის პერიოდში შეუწყდათ. ამის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებულნი სტუდენტები და შემდგომში ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები.წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ, პრობლემურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები დიპლომის აღიარებისთვის გადიან – მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ პროცესებს, რაც დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქის დიპლომი აღიარებული იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე – მხოლოდ მშვიდობაა ის აუცილებელი პირობა, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით სწორი მიმართულებით მიდის
მხოლოდ მშვიდობაა ის აუცილებელი პირობა, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლზე საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონიმიკური განვითარება შეუნარჩუნებს ქვეყანას რეგიონის ლიდერის ფუნქციას.მისი თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ მშვიდობის არსებობის პირობებშია შესაძლებელი, რადგან ომი და განვითარება ერთად წარმოუდგენელია.„ქვეყნის სატრასპორტო შესაძლებლობების გამოყენებისათვის აუცილებელი პირობაა მშვიდობა. რამდენიმე დღის წინ, როცა ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, სატრასპორტო-საჰაერო რუკაზე მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცე იყო გადატვირთული. ეს იყო ძალიან პატარა მაგალითი იმ დიდ სურათში, რასაც ვამბობ, რომ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისათვის აუცილებელი პირობაა მშვიდობა.როგორ შეიძლება, ქვეყანა უერთდებოდეს სანქციებს, როდესაც ამით ვერავითარ შედეგეს, თუნდაც დამკვეთისათვის, ვერ მიიღებ? როგორ წარმოგიდგენიათ ქართული სანქციებით რუსეთის ეკონომიკის დანგრევა? ჩვენი ოპონენტები აყენებენ საკითხს, რომ სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებისათვის უნდა გადაიდგას აქტიური ნაბიჯები, პენსიები და ხელფასები უნდა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, ტურიზმი უნდა განვითარდეს და ა.შ. პირდაპირ ციფრებად აქვთ წარმოდგენილი წინადადებები. მაგალითად, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარი. „ლელო“ აყენებს საკითხს, რომ 1 000 ლარამდე გაიზარდოს პენსია და ეს ყველაფერი სანქციების ფონზე უნდა მოხდეს? ომის ვითარებაში ეს ხომ წარმოუდგენელია?!ეს არის თვალთმაქცურად კეთილშობილური განცხადებები. ზოგს წამოსცდება ხოლმე, რომ სჯობს, ცხელი ბომბები ცვიოდეს, ვიდრე მშვიდობა იყოს საქართველოში. განვითარება და ომი – ეს ორი რამ შეუთავსებელია. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით, ფაქტია, რომ სწორად მიდის. შედარებისთვის, უკრაინაში დღეს არავინ ფიქრობს პენსიების მომატებაზე, სკოლების და საბავშვო ბაღების აშენებაზე. უკრაინაში მხოლოდ ერთი საფიქრალია, რამენაირად გადარჩეს ოჯახის ესა თუ ის წევრი. 10 მილიონზე მეტი ადამიანია უკვე დევნილადაა ქცეული, ეკონომიკა განადგურებულია.ჩვენთან კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტურიზის მაჩვენებელმა მოიმატა. 4,4 მილიარდი იყო 2024 წელს, 2025 წელს კი დაფიქსირდა 4,7. ინვესტიციები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდამდე გაიზარდა. სწორედ, აი, აქ არის იმის შესაძლებლობა, რომ ინფრასრუქტურა განვითარდეს, შემოვიდეს ინვესტიციები და კიდევ მეტი ტურისტი. შემდეგ უკვე შესაძლებლებელი იქნება პენსიების უფრო სწრაფად მატება, სამუშაო ადგილების მეტი ინტენსივობით შექმნა – ბოლო პერიოდში 40 ათასით გაიზარდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მე ვამბობ, რომ ამ ურთულეს პერიოდში ასეთი პოლიტიკით არათუ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ომი ავიცილეთ, არამედ ყველა მიმართულებით შევძელით, რომ არის უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უკეთესი გვინდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
11 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
11 აპრილს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ცვალებადი ამინდი დაფიქსირდება. უმეტეს რეგიონში გაწვიმდება.ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +19 გრადუსი, თელავში და თბილისში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +2 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი.რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:სოხუმი +12 გრადუსი,ზუგდიდი +13 გრადუსი,მესტია +4 გრადუსი,ფოთი +15 გრადუსი,ბათუმი +15 გრადუსი,ოზურგეთი +12 გრადუსი,ქუთაისი +17 გრადუსი,ბორჯომი +12 გრადუსი,ბაკურიანი +8 გრადუსი,ცხინვალი +10 გრადუსი,გორი +12 გრადუსი,გუდაური +2 გრადუსი,თელავი +19 გრადუსი,რუსთავი +18 გრადუსი,თბილისი +19 გრადუსი.
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.გოჩა ლორიას კარიერა 1965 წელს, მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომლებიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.).80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი – ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).
ნუტრიციოლოგებმა შაქრის ყველაზე უსაფრთხო შემცვლელები დაასახელეს
გერმანელმა ნუტრიციოლოგებმა გააანალიზეს, რომელი შაქრის შემცვლელებია ნამდვილად ეფექტური და რომელია მხოლოდ მარკეტინგული ხრიკების შემცველი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია Gesundheitstrends პორტალზე.შაქრის უსაფრთხო შემცვლელებს შორისაა:ერითრიტოლი (E 968). იგი პრაქტიკულად არ შეიცავს კალორიებს და არ მოქმედებს ინსულინის დონეზე. შესაბამისად, ის შესაფერისია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.ქსილიტოლი (E 967), რომელიც ცნობილია როგორც „არყის შაქარი“, ისეთივე ტკბილია, როგორც შაქარი, მაგრამ შეიცავს 40%-ით ნაკლებ კალორიას. ის ასევე ხელს უწყობს კბილის მინანქრის დაცვას კარიესისგან.სტევია (E 960) არის ბუნებრივი ექსტრაქტი, რომელიც 300-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი, მაგრამ აქვს დამახასიათებელი ძირტკბილას არომატი და სპეციფიკური გემო.ნუტრიციოლოგები აღნიშნავენ, რომ შაქრის ყველა შემცვლელი არ არის სტაბილური მაღალ ტემპერატურაზე. მაგალითად, ასპარტამი და სუკრალოზა იშლება გაცხელებისას. გამოსაცხობი პროდუქტებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ერითრიტოლი ან ქსილიტოლი, რადგან ისინი გავლენას არ ახდენენ ცომის სტრუქტურაზე.აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თაფლი და აგავას სიროფი არსებითად ერთი და იგივე შაქარია.ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, თქვენი გემოვნების რეცეპტორები ხილისა და კენკრის, მაგალითად, ჟოლოსა და მოცვის, ბუნებრივი სიტკბოს აღქმაზე „მიაჩვიოთ“.„თუმცა, ფრთხილად იყავით ქიმიურ დამატკბობლებთან, რომლებიც შეიძლება ბევრად უფრო ტკბილი იყოს, ვიდრე შაქარი და ნამდვილი „ტკბილეულისადმი დამოკიდებულების“ განვითარება გამოიწვიოს“, - დასძენენ ექსპერტები.რა ემართება ორგანიზმს შაქრის ჭარბი რაოდენობითმიღებისას?
ტკბილეულის რეგულარული ჭარბად ჭამა ორგანიზმში სისტემურ პრობლემებს იწვევს, დაწყებული წონის მატებიდან ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შემცირებამდე. პროდუქტის 100 გრამზე დაახლოებით 400-500 კკალ მოდის, მინიმალური ცილით, ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ეს შაქარს ცარიელი კალორიების წყაროდ აქცევს. ასეთი, დიდი რაოდენობით მოხმარებული საკვები, ბუნებრივად გამოდევნის რაციონიდან სრულფასოვან და ჯანსაღ საკვებს.გარდა ამისა, მუდმივი ენერგიის პროფიციტი პრობლემად იქცევა, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას და წონის მატებას. ეს, პანკრეასის მუდმივ სტიმულაციასთან და ინსულინის აქტიურ გამომუშავებასთან ერთად, ინსულინრეზისტენტობის განვითარების საფუძველს ქმნის.ტკბილეულისადმი ძლიერი ლტოლვა შეიძლება იყოს კომფორტის პოვნისა და ნეგატიური ემოციების დაძლევის საშუალება.ადამიანები, როგორც წესი, „ჭამენ“ ძლიერ ემოციებს, როგორიცაა სტრესი ან სევდა. ეს მექანიზმი ააქტიურებს ტვინში სიამოვნების ცენტრებს, რომლებიც სტიმულირებულია შაქრით, რაც დროებით შვებას უზრუნველყოფს.
